ქუთაისმა სტუ დაამარცხა

ქუთაისმა სტუ დაამარცხა

20-წლამდელთა მე-6
ტურის დასკვნით მატჩი დღეს ქუთაისში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა ,,ქუთაისმა” ტექნიკური
უნივერსიტეტის გუნდს უმასპინძლა და მეტოქე დამაჯერებლად,  112:92 დაამარცხა.

იმერლებმა სტუ-ს 112 ქულა ჩაუგდეს
და გუნდური სარეკორდო მაჩვენებელი 6 ქულით გააუმჯობესეს, რომელიც მანამდე დინამოს ეკუთვნოდა
(106ქულა).  საინტერესოა, რომ შეხვედრის პირველი
ნახევარი გუნდების თანაბარი უპირატესობით წარიმართა, პირველი ათწუთეული საყაიმო აღმოჩნდა
– 27:27, მეორე პერიოდში კი მასპინძლები 5 ქულით დაწინაურდნენ – 49:44. სულ სხვაგვარი
სიტუაცია შეიქმნა მატჩის მეორე ნახევარში, სადაც ქუთაისელები აქტიურად ათამაშდნენ და
მეტოქე საბოლოოდ გატეხეს.

გამარჯვებულებს
28 ქულით ლევან გრძელიძემ ულიდერა, ხოლო ორმაგი დუბლი  ერთბაშად სამმა კალათბურთელმა მიითვალა: 20 ქულითა
და 13 მოხსნით თემურ ფხაკაძე გამოირჩა,  ავთანდილ
ლომინაშვილმა 17 ქულა, 14 მოხსნა და 7 პასი დააგროვა, ხოლო 20 ქულა და 13 მოხსნა  ნოდარ მესხის ანგარიშზეა.

ტექნიკური  უნივერსიტეტის შემადგენლობაში ორმაგი დუბლი შეასრულეს
ზურაბ მაჩალაძემ (27 ქულა, 19 მოხსნა, 8 პასი) და დავით კორძაძემ(24 ქულა და 14 მოხსნა).

 შეგახსენებთ, რომ 20-წლამდელთა მორიგი ტური 13 დეკემბერს
ტრადიციულად ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზში შედგება.