სტატისტიკა პრინციპულ მატჩს
უმასპინძლა დღეს საკალათბურთო აკადემიამ. ერთმანეთს ცხრილში მეზობლები – „მგზავრები-არმია“
და „რუსთავი“ შეხვდნენ. მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა და, საბოლოოდ, რუსთაველთა გამარჯვება დაფიქსირდა.
ქვემოქართლურმა
გუნდმა სეზონი წაგებებით დაიწყო, თუმცა შემდეგ სიჩქარე აკრიფა და უკვე საუკეთესო სამეულშიც
იმყოფება. ოთარ ხმელიძის გაწვრთნილმა გუნდმა დღეს რიგით მე-10 გამარჯვება მოიპოვა და
ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ „მგზავრები-არმიას“ დაკარგული ქულებით გადაასწრო.
რუსთაველებმა
თამაშში გარდატეხა მესამე მეოთხედში მოახდინეს.
აღნიშნული ათწუთეული სტუმრებმა 23:12 მოიგეს და ბოლო პერიოდის წინ 8 ქულით დაწინაურდნენ.
„მგზავრები-არმიას“ წევრებმა ბოლო პერიოდში ცდა არ დააკლეს, თუმცა ვითარების შეცვლა
ვერ შეძლეს და 74:82 დამარცხდნენ.
გამარჯვებულებს
თორნიკე ქიტოშვილმა ულიდერა, რომელსაც სამმაგ დუბლამდე მცირედი დააკლდა. რუსთაველმა
გამთამაშებელმა 25 ქულა, 9 მოხსნა და 8 პასი მიითვალა. 18 ქულა მოაგროვა ერეკლე ლორთქიფანიძემ,
ხოლო ლევან ურიდიამ ორმაგ დუბლი შეასრულა – 14 ქულა, 15 მოხსნა. მგზავრები-არმიაში
24 ქულა და 9 მოხსნით საუკეთესო იყო გიორგი ტურძელაძე, 19 ქულა და 8 მოხსნა სანდრო
სანაძის ანგარიშზეა.
20-წლამდელთა
ჩემპიონატის მორიგ მატჩებს 27 მარტს ქუთაისი და რუსთავი უმასპინძლებენ.