რუსთავი 2-ის მიერ მომზადებული სიუჟეტი “ლაბორალ კუჩას” კემპისა და “სასკი ბასკონიას” შესახებ

რუსთავი 2-ის მიერ მომზადებული სიუჟეტი “ლაბორალ კუჩას” კემპისა და “სასკი ბასკონიას” შესახებ

საქართველოს კალათბურთის ფედერაციასა და კომპანია „სასკი ბასკონიას“ შორის წარმატებულ თანამშრომლობაზე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა სიუჟეტი მოამზადა. ჟურნალისტი დავით ერაძე ვიტორიაში, ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო ორგანიზაციისა და ინფრასტრუქტურის მქონე კლუბში იმყოფებოდა, სადაც ახალგაზრდა კალათბურთელებისთვის კემპი ჩატარდა. აღნიშნულ კემპზე ქართველებთან ერთად სხვადასხვა ქვეყნების პერსპექტიული ახალგაზრდებიც იმყოფებოდნენ, მაგრამ MVP-ის ტიტული და სხვა არაერთი პრიზიც ქართველებმა დაიმსახურეს. საბოლოო ჯამში ესპანელებმა 17 ქართველიდან 6 ყველაზე პერსპექტიული შეარჩიეს, რომლებთანაც კონტრაქტს გააფორმებენ და სავარჯიშოდ და სასწავლებლად ესპანეთში წაიყვანენ.
გთავაზობთ დავით ერაძისა და ალექსანდრე ნაზღაიძის მიერ მომზადებულ რეპორტაჟს: