რუსთავი ბრინჯაოს პრიზიორია

რუსთავი ბრინჯაოს პრიზიორია

 სტატისტიკა  გალერეასაქართველოს 20-წლამდელთ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი
გახდა საკალათურთო კლუბი „რუსთავი“. ოთარ ხმელიძისა და დავით არწივიძის გაწვრთნილმა
გუნდმა მესამე ადგილისთის მატჩში „არმიას“ 3 ქულის სხვაობით – 82:79 სძლია და საპრიზო
ადგილის მფლობელი გახდა.

მატჩის ბედი ძირითად დროში ვერ გამოვლინდა. შეხვედრისთის
განკუთვნილი 40 წუთი ფრედ – 64:64 დასრულდა. ოვერტაიმშიც დიდი ბრძოლა გაჩჭდა, რომელშიც
უფრო შედეგიანები რუსთაველები აღმოჩდნენ და ბრინჯაოს მედლებიც მათ დარჩათ.

რუსთაველებს 28 ქულით ირაკლი წიქარიშვილმა ულიდერა,
რომელმაც გადამწყვეტი 2 საჯარიმო თამაშის დასრულებამდე ათიოდ წამით ადრე ჩააგდო.
13 ქულა დააგროვა გიგი ტაბაღუამ, 9 ქულა და 11 მოხსნა საბა პაპუაშვილის ანგარიშზე დაგროვდა.
არმიელებს 25 ქულითა და 11 მოხსნით ვახტანგ გაფრინდაშვილმა ულიდერა. 10-10 ქულა დააგროვეს
ვასილ მჭედლიშვილმა და ნიკა გოგოხოხიამ.

მატჩის შემდეგ გაიმართა დაჯილდოვების ცერემონიალი. რუსთაველი
მოთამაშეები დამწვრთნელები სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების აღმასრულებელმა დირექტორმა
გიორგი ზაბახიძემ მედლებით და სიგელებით დააჯილდოვა.