რუსთავი ცხრილის თავშია

რუსთავი ცხრილის თავშია

რუსთავის „ენერჯი–ინვესტმა“ ბოლო 3 დღეში მეორედ დაამარცხა ქუთაისური
გუნდი. გუშინწინ ქვემოქართლელებმა იმერეთის მთავარ ქალაქში 89:83 აჯობეს
მასპინძლებს, დღეს კი რუსთავში „ენერჯიმ“ 72:63 იმარჯვა.

ამ მოგებებმა რუსთაველები ცხრილში 3 ქულით დააწინაურა, თუმცა ისიც
სათქმელია, რომ ქვემოქართელლებს მდევრებზე მეტი თამაში აქვთ. დაკარგული ქულების
მხრივ კი რუსთაველებს „სამედიცინო“ უთანაბრდება, რომელსაც ქვემოქართლელების დარად
1 წაგება აქვს.