რუსთავისა და მაკაბის გამარვებები

რუსთავისა და მაკაბის გამარვებები

რუსთავსა და ქუთაისში 20-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი
მატჩები გაიმართა. ქვემო ქართლში ეთმანეთს პლეი ოფში გასასვლელად მებრძოლი გუნდები
შეხვდნენ, ხოლო იმერეთში აუტსაიდერები, პლეი ოფს მიღმა დარჩენილი გუნდები დაუპირისპირდნენ.
                                                                                                            რუსთავი – აკადემია  80:61

რეგულარული ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება და საუკეთესო
ოთხეულში გასვლისთვის ბრძოლა მძაფრდება. გათამაშების ლიდერ „ოლიმპს“ პირველობა განაღდებული
აქვს. რეგულარულში დარჩენილი 5-ივე მატჩი რომც წააგონ, ოლიმპელები მაინც პირველ ადგილზე
გადიან. მომდევნო 4 გუნდი კი პლეი ოფის  დარჩენილი
3 საგზურისთვის იბრძვის. ესენი არიან „აკადემია“, „სოხუმი“, „მგზავრები-არმია“ და „რუსთავი“.

რუსთავში გამართული მატჩის შემდეგ ჩამოთვლილ 4 გუნდს
ქულების თანაბარი ოდენობა დაუგროვდა. „რუსთავმა“ 80:61 მოუგო „აკადემიას“ და გუნდებიც
გათანაბრდნენ. რუსთაველთა გამარჯვებაში სოლიდურ წილი დაიდეს გიორგი დვალმა (22 ქულა)
და ერეკლე ლორთქიფანძემ (21 ქულა).

რაც შეეხება ქუთაისში გამართულ მატჩს, მასში ერთმანეთს
პლეი ოფს მიღმა დარჩენილი გუნდები – „მაკაბი“ და ადგილობრივი „ქუთაისი“ შეხვდნენ. მატჩი
საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა. მაკაბელებმა მოახერხეს მობილიზებულად თამაში
და საბოლოოდ 3-ქულიანი გამარჯვება მოიპოვეს.

მაკაბელთაგან 25 ქულითა და ამდენივე მოხსნით დავით ქარციძე
გამოირჩა. 17 ქულა ჰქონდა რევაზ მაღლაკელიძეს, ხოლო 15 გიგი მელაძეს. მასპინძელთაგან
12 ქულით საუკეთესო ირაკლი მაცაბერიძე გახლდათ.
ქუთაისი – მაკაბი   80:83