რუსთავმა კარდინალი საკუთარ მოედანზე დაამარცხა

რუსთავმა კარდინალი საკუთარ მოედანზე დაამარცხა

20-წლამდელთა მორიგი ტურის მატჩი გაიმართა რუსთავში,
სადაც ადგილობრივმა ,,რუსთავმა“ ,,თბილისის კარდინალებს“ უმასპინძლა და მეტოქეს
78:76 სძლია.

რუსთაველებმა უპირატესობა შეხვედრის
პირველ ნახევარში მოიპოვეს, პირველ მეოთხედში წინ 27:16 გავიდნენ, ხოლო ტაიმის ბოლოს
თავიაანთ სასარგებლოდ 44:28 დააფიქსირეს.  მატჩის
მეორე მეოთხედში სტუმრები გააქტიურდნენ,  თუმცა
მოსაგებად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. დარჩენილ დროში ,,კარდინალმა“ მეტოქეს ვერაფერი
მოუხერხა და შეხვედრა 6 ქულის სხვაობაით დათმო.  ,,ქვემოქართლელებს“ 19 ქულით ერეკლე ლორთქიფანიძემ
ულიდერა, ხოლო ,,კარდინალის“ რიგებში 15 ქულით არჩილ ფეიქრიშვილი გამოირჩა. ორმაგი
დუბლი შეასრულა გიორგი ხარაძემ, რომელმაც 10 ქულა და 18 მოხსნა მიითვალა.  

შეგახსენებთ, რომ 20-წლამდელთა მორიგი ტური  21 თებერვალს  ვაკეში მდებარე საკალათბურთო დარბაზში გაიმართება.
სტუ – ,,თბილისის კარდიანლები“ ერთმანეთს 12:00 საათზე დაუპირისპირდებიან. ხოლო ,,სოხუმი“
-შსს აკადემიას – მატჩი 14:00 საათზე შედგება.