“რუსთავმა” ლიდერობა გაიმყარა

“რუსთავმა” ლიდერობა გაიმყარა

გასული სეზონის ფინალისტი მაკაბი მიმდინარე ჩემპიონატში ცოტა მოიკოჭლებს. ჯამლეტ ხუხაშვილის გუნდი მეტად არასტაბილურად გამოიყურება, თუმცა აუტსაიდერ „ქუთაისთან“ მოგება, თანაც სტუმრად, არ გასჭირვებია.
მაკაბელმა გიორგი ჯანგველაძემ ქუთათურები არ დაინდო, 43 ქულა უთავაზა და თავის გუნდს იოლად გაამარჯვებინა. ბრძოლა არც რუსთავშვი არ შედგა, სადაც ბადრი კიკვიძის მოქმედმა ჩემპიონმა გუნდმა კახა შენგელიას „მართვე“ 17 ქულით დაამარცხა. ქვემოქართლელთა 18 წლის ლიდერმა აკაკი დვალიშვილმა ტრავმა მოიშუშა და ამ მატჩში საკუთარი შესაძლებლობები სრულად წარმოაჩინა. მან ცხრავე ორქულიანი ჩააგდო (უმეტესობა ჩატენა), 21 ქულა დააგროვა და თან 17 მოხსნაც მიითვალა. რუსთაველებმა ამ გამარჯვებით განიმტკიცეს ლიდერობა და ალბათ უკვე პლეი ოფისთვის ემზადებიან.