სტატისტიკა 20-წლამდელთა
ჩემპიონატი დღეს რუსთავში განახლდა, სადაც სათამაშოდ გათამაშების ლიდერი ‘’ოლიმპი’’
ჩავიდა და სეზონის მეორე მარცხი განიცადა. რუსთაველებმა დაძაბულ ბრძოლაში 84:79 დაამარცხეს
ფავორიტად მიჩნეული ‘’ოლიმპი’’.
შეხვედრა საინტერესო
გამოდგა. მართალია, მთელი თამაშის განმავლობაში
სტუმრები ლიდერობდნენ, თუმცა რუსთაველები შანსს მაინც ინარჩუნებდნენ და მეტოქეს დიდი
სხვაობით დაწინაურების საშუალებას არ აძლევდნენ.
‘’ოლიმპმა’’ პირველი
მეოთხედი 12:17 მოიგო, თუმცა მეორე მეოთხედი ორი ქულით დათმო (20:18) და დიდ შესვენებაზე
3-ქულიანი ლიდერობით გავიდა. თანაბარი გამოდგა მესამე პერიოდიც. ბოლო მეოთხედის დასაწყისში
‘’ოლიმპმა’’ გაქცევა მოაწყო და 10 ქულით გალიდერდა. ამის მიუხედავად მასპინძლებმა ლორთქიფანიძის
და დვალის ზუსტი თამაშის წყალობით ჩამორჩენა აღმოფხვრეს და მატჩის დასრულებამდე 5 წუთით
ადრე ანგარიში გაათანაბრეს – 67:67. ამის შემდეგ
თამაში ქულა-ქულაში წავიდა. თამაშის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე ლორთქიფანიძის
3-ქულიანმა რუსთაველები ორი ქულით დააწინაურა – 80:78, ამას დვალის ზუსტი შორი სროლაც
მოჰყვა და მასპინძლებმა, ფაქტობრივა, გამარჯვება გაინაღდეს. საბოლოოდ, 84:79 რუსთაველთა
სასარგებლოდ.
გამარჯვებულებს
28 ქულით ერეკლე ლორთქიფანიძემ ულიდერა, გიორგი დვალმა კი 19 ქულა მიითვალა.
‘’ოლიმპში’’ საუკეთესო
იყო სოსო გოგნაძე – 16 ქულა, 8მოხსნა; 14 ქულა დააგროვა გიორგი გუგეშაშვილმა, ორმაგი
დუბლი შეასრულეს უჩა გამრეკლიძემ (10 ქულა, 11მოხსნა) და არჩილ პულუზაშვილმა (10ქულა,
10მოხსნა), დავით ლომაძემაც შეხვედრა 10 ქულით დაასრულა.
20-წლამდელთა
ჩემპიონატის მორიგი მატჩები 21 აპრილს საკალათბურთო აკადემიის დარბაზში გაიმართება.