რუსთავში სოხუმმა მოიგო, ქუთაისში – აკადემიამ

რუსთავში სოხუმმა მოიგო, ქუთაისში – აკადემიამ

20-წლამდელთა ჩემპიონატის 2 მატჩი დღეს რეგიონებში გაიმართა.
რუსთავში სათამაშოდ „სოხუმი“ ჩავიდა, ხოლო ქუთაისს „აკადემია“ ესტუმრა.

ორივეგან საკმაოდ საინტერესო ბრძოლა გაიმართა. შეხვედრების
ბედი ბოლო წუთებზე გადაწყდა. რუსთავში მასპინძლები მესამე მეოთხედში 16 ქულით აგებდნენ,
თუმცა თორნიკე ქიტოშვილის შედეგიანობით აღნიშნული პერიოდი 25:14 მოიგეს და ბოლო ათწუთეულის
წინ 3 ქულით დაწინაურდნენ.
რუსთავი – სოხუმი 69:74 

მე-3 პერიოდში 17 ქულა ქიტოშვილმა ჩააგდო, რომელსაც
გვერდში ერეკლე ლორთქიფანიძე და გიორგი დვალი ედგნენ. ლევან ურიდია ფარქვეშ შედეგიანად
მუშაობდა და შესაბამისად, რუსთაველებსაც არ უჭირდათ, თუმცა ბოლო პერიოდში აღებული ინერცია
რუსთაველებმა ვეღარ შეინარჩუნეს. რომა კვერნაძის შორმა სროლებმა და ვიტალი ცქიფურიშვილის
სწრაფმა გარღვევებმა სოხუმელებს ლიდერობა დაუბრუნეს და ბოლო წუთებზე თემურ კანკიას
გუნდმა მნიშვნელოვან გამარჯვებას მიაღწია.

„სოხუმში“ 18 ქულით კვერნაძე გამოირჩა. 15 ქულა დააგროვა
ცქიფურიშვილიმა, ხოლო გამთამაშებელმა თეგა გეთიამ თავი 12 ქულას მოუყარა. „რუსთავში
25 ქულით ბომბარდირი ქიტოშვილი გახდა, 15 ქულა კი ერეკლე ლორთქიფანიძის ანგარიშზეა.

ქუთაისში ჩატარებულ მატჩშიც სტუმრებმა ბოლო მეოთხედი
მოიგეს, მანამდე კი – ჩამორჩებოდნენ. გადამწყვეტი პერიოდის წინ „ქუთაისი“ არცთუ ბევრით,
მაგრამ მაინც იგებდა (64:61), თუმცა ცხრილში გაცილებით მაღლა მყოფმა აკადემიელებმა
ბოლო  მეოთხედი 9 ქულით მოიგეს და შესაბამისად გამარჯვებაც მათ დარჩათ – 84:78.

გამარჯვებულთაგან 18 ქულით ნიკა ღურწკაია გამოირჩა,
15 ქულით დაასრულა მატჩი ნიკა დარბაიძეს. „ქუთაისში“ 20 ქულით ბომბარდირი გახდა რატი
ნუცუბიძე, ხოლო გუჯა ბირკაიამ (18 ქულა, 10 მოხსნა) და ლადო ფურცხვანიძემ (12 ქულა,
17 მოხსნა) ორმაგი დუბლები მიითვალეს.

მორიგი ტურის მატჩები 30 მარტს, საკალათბურთო აკადემიაში
ჩატარდება.
ქუთაისი – აკადემია    78:84