საკალათბურთო აკადემიაში ბავშვთა საკალათბურთო ტურნირი დაიწყო

საკალათბურთო აკადემიაში ბავშვთა საკალათბურთო ტურნირი დაიწყო

“საკალათბურთო კლუბი ”აკადემიის” ინიციატივითა და სპონსორების მხარდაჭერით პირველად ტარდება ”აკადემიის” ღია პირველობა – ”აკადემია-ჩუპა ჩუპსის” თასი 10 წლამდე ასაკის ბავშვთა შორის. გათამაშებაში ”აკადემიის” ორ გუნდთან ერთად მონაწილეობის იღებენ ”ჰიუნდაი” და ”რუსთავი”.

ტურნირის მიზანია, ბავშვებს ადრეული ასაკიდან გამოუმუშავდეთ გუნდური სულისკვეთება, შეჯიბრებითობის უნარი, შეისწავლონ კალათბურთის წესები, თამაშის პრინციპები, მიიღონ გამოცდილება და მომავალ, მინისაკალათბურთო ფესტივალებს სათანადოდ მომზადებულები შეხვდნენ.

ტურნირის გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან მედლებით, სიგელებითა და სპონსორების მიერ დაწესებული სხვადასხვა პრიზებით. ტურნირის პარტნიორები არიან კომპანია ”ჩუპა ჩუპსი”, „სალერი” და ”ჯინო ფერედაისი”.  სპონსორების მოძიებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით გუნდ „აკადემიის” ბავშვების მშობლებს, რომელთა დახმარებითაც ტურნირის ორგანიზება მოხერხდა

ტურნირის პირველ დღეს 2 მატჩი გაიმართა.  “რუსთავმა” 59:9 სძლია „აკადემია 2″-ს, ხოლო აკადემიის პირველმა გუნდმა დაძაბულ ბრძოლაში ჰიუნდაის აჯობა – 39:32.