“სამედიცინო” და “რუსთავი” ლიდერებში გაერივნენ

“სამედიცინო” და “რუსთავი” ლიდერებში გაერივნენ

გუშინ აგრარული უნივერსიტეტის დარბაზში 2 მატჩი გაიმართა, რომლებშიც იოლი
გამარჯვებები მოიპოვეს “რუსთავმა” და „სამედიცინომ“.
ქვემოქართლელებმა „სოხუმს“ აჯობეს,  მედიკოსებმა კი აუტსაიდერ „მაკაბის“ სძლიეს.

სოხუმელები რუსთაველებთან სათამაშოდ 5 კალათბურთელით მოვიდნენ. ამ
გუნდს რუსთავში, თასის საკვალიფიკაციო მატჩში მომხდარი ინციდენტის გამო 3 მოთამაშე
დისკვალიფიცირებული ჰყავს. შესაბამისად, ამ მატჩს ინტრიგა არც ჰქონდა, რადგან
შეუცვლელად მოთამაშე გუნდის მოგება „რუსთავის“ დარი ძლიერი გუნდისთვის პრობლემას
არ წარმოადგენდა.

ქვემოქართლელებმა პირველი მეოთხედი 31:6 მოიგეს და გამარჯვებულის
ვინაობაც თითქმის უკვე გარკვეული იყო. დარჩენილ დროში რუსთაველებმა თავი აღარ
შეიწუხეს და გამარჯვებამდე იოლად მივიდნენ. მოგებულთაგან გამოირჩა ლევან ხმელიძე,
რომელმაც 38 ქულა მოაგროვა. აკაკი დვალიშვილმა კი მატჩი 15–15 ქულა–მოხსნით
დაასრულა.

მეორე შეხვედრაშიც არ ყოფილა დაძაბულობა. „სამედიცინომ“ 39 ქულით აჯობა
მიმდინარე სეზონში ყველა მატჩის წამგებ „მაკაბის“ და პირველზე მყოფ გუნდებს
შეუერთდა. ახლა უკვე სამ გუნდს – „ჰიუნდაის“, „ქუთაისს“ და „სამედიცინოს“ – 9–9
ქულა აქვს და ისინი 20–წლამდელთა ჩემპიონატში 1–3 ადგილებს იყოფენ.