“სამედიცინო” ლიდრ “რუსთავს” დაეწია

“სამედიცინო” ლიდრ “რუსთავს” დაეწია

დღეს აგრარული უნივერსიტეტში გადატანილი მატჩი
ჩატარდა. გია ტეტელაშვილის „ნიკემ“ გვარიანი წინააღმდეგობა გაუწია ერთ–ერთ ლიდერ „სამედიცინოს“, თუმც ბოლო მეოთხედში მოსაგები ძალები აღარ
აღმოაჩნდა.

მატჩის პირველი ტაიმი თანაბარი იყო. ნიკელებს გიორგი ტეტელაშვილი და
ლუკა ჭოხონელიძე ლიდერობდნენ და პირველი მეოთხედიც მათი გუნის გამარჯვებით – 22:21
დასრულდა. მეორე ათწუთეულში ვითარება არ ეცვლილა, თუმც დიდი შესვენებისას უკვე
სერგო იშხნელის გაწვრთნილი მედიკოსები გალიდერდნენ – 43:41.

მესამე მეოთხედში ჩრდილში მოექცა ნიკელების წინამძღოლი გიორგი
ტეტელაშვილი, „სამედიცინოს“ ლიდერმა მერაბ ბოქოლიშვილმა კი გაილაღა და როცა
ფარქვეშ ბექა ბექაურმაც მოუმატა, მედიკოსები მესამე ათწუთეულის მიწურულს 18
ქულითაც დაწინაურდნენ. თუმცა პერიოდის დასრულებამდე „ნიკემ“ მოახერხა მობილიზება
და გადამწყვეტი ათწუთეულის წინ ჩამორჩენა 10 ქულამდე შეკვეცა – 56:66.

„ნიკემ“ ჩამორჩენის გასაბათილებლად ყველაფერი იღონა და ბოლო მეოთხედის
ნახევარიც არ იყო გასული, რომ სხვაობა 4 ქულამდე შეამცირა – 67:71. ისეთი ვითარება
შეიქმნა, რომ მაყურებლები საინტერესო ფინალის მოლოდინში იყვნენ, თუმც სწორედ აქ
დასრულდა ყველაფერი. ზურაბ მაისურაძისა და მერაბ ბოქოლიშვილის აქტიურობით
მედიკოსებმა დროის 4–წუთიანი მონაკვეთი 15:0 მოიგეს და „ნიკეც“ საბოლოოდ გატყდა.

ამ გამარჯვებით „სამედიცინო“ დაეწია ლიდერ „რუსთავს“ და ცხრილში ახლა
ორხელისუფლებიანობაა. მესამე–მეოთხე ადგილებს კი „დინამო“ და „ჰიუნდაი“ იყოფენ“.

„ნიკემ“ 2 დღის წინ ასევე გადადებული მატჩი გამართა „სოხუმთან“ და სიანტერესო
ორთაბრძოლაში 75:70 დაამარცხა.

სამედიცინო – ნიკეს სტატისტიკა: http://u-20.ge/results.php?gameid=83

ნიკე – სოხუმის სტატისტიკა: http://u-20.ge/results.php?gameid=100