საპლეიოფო ოთხეული დაწყვილდა

საპლეიოფო ოთხეული დაწყვილდა

დღეს გამართულმა ტურმა ყველა კითხვას გასცა პასუხი. ნახევარფინალში გასასვლელად მებრძოლმა „სამედიცინომ“ სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლა, ცხრილში გაცილებით დაწინაურებულ „აკადემიას“ არაფერ არ უთმობდა, მაგრამ საბოლოოდ ორმაგ ოვერტაიმში დამარცხდა და პლეი ოფს მიღმა დარჩა.
პირველად მოხდა მიმდინარე სეზონში, რომ ორი დამატებითი დრო დაინიშნა. სხვათა შორის, აქამდე ერთი ოვერტაიმი დაინიშნა და ისიც „აკადემიის“ მონაწილეობით. მაშინ აკადემიელებმა „მართვეს“ მოუგეს, ახლა კი მეორე დამატებიტ დროში „სამედიცინო“ იმსხვერპლეს და პლეი ოფს მიღმა დატოვეს. მატჩი მეტად საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა. თუმცა პირველ რიგში უნდა ითქვას იმ ტაქტიკურ შეცდომაზე, რომელიც „სამედიცინომ“ დაუშვა და ფაქტობრივად მოგებული თამაში წააგო. თამაშის დასრულებას 3 წამი აკლდა, „მედიკოსები“ 3 ქულით იგებდნე, ბურთი კი „აკადემიის“ იყო. ბურთი შუიდან შემოიტანეს მდევრებმა და მერაბ ბოქოლიშვილმა ზუსტი სამქულიანით ანგარიში დროის ამოწურვასთან ერთად გაათანაბრა. „სამედიცინოს“ შეცდომა კი ის იყო, რომ არ უნდა მიეცათ ბოქოლიშვილისთვის სროლის საშუალება და ტაქტიკურად დაჯარიმებულიყვნენ, რაც მეტოქეს მხოლოდ 2 საჯარიმო სროლის საშუალებას მისცემდა.ოვერტაიმში უკვე „მედიკოსებს“ მოუხდათ თავის გადარჩენა – დამატებითი ხუთწუთეულის ბოლო წამებზე იოსებ ლეჟავამ ორქულიანით თამაში მეორე ოვერტაიმში გადაიყვანა. მეორე ექსტრა–ხუთწუთეულში კი „აკადემიამ“ შანსი არ დაუტოვა სერგო იშხნელის გუნდს. დანარჩენ მატჩებს ინტრიგა დაკარგული ჰქონდათ – თუმცა მაინც უნდა ითქვას: „მარტვემ“ ლიდერი „რუსთავი“ დაამარცხა და ცხრილში მესამე ადგილი გაინაღდა. კახა შენგელიას გუნდმა წინა ტურში „მაკაბის“ აჯობა, რითაც ამ გუნდს პლეი ოფში გამსვლელი მეოთხე ადგილი გამოუწერა. „მართვეს“ შემადგენლობაში ტრადიციულად აქტიური იყო ბექა ჭიჭვეიშვილი, რომელიც 21 ქულიტ ლევან ტუხაშვილთან ერთად თავისიანთაგან საუკეთესო შედეგი აჩვენა. „რუსთავში“ კი აქტიურობდა ზურაბ მაჭვარიანი, რომელმაც 36 ქულას მოუყარა თავი.შედეგიანობაზე თუ მიდგება საქმე, დღევანდელი ტურის ბომბარდირი „მაკაბის“ ახალბედა ცენტრი გიორგი რევაზაშვილი გახდა, რომელმაც 38 ქულასთან ერთად 19 მოხსნაც მიითვალა და საკუთარ მწვრთნელ ჯამლეტ ხუხაშვილს იუბილეზე (65 წლის გახდა) ჩინებული საჩუქარი მიართვა.მაშ ასე, საპლეიოფო წყვილები ცნობილნი არიან: „რუსთავი“ – „მაკაბი“, „აკადემია“ – „მართვე“.