საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა მალტას 21 ქულით სძლია (VIDEO)

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა მალტას 21 ქულით სძლია (VIDEO)

სტატისტიკა ვიდეოსაქართველოს
20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში პირველი
გამარჯვება მოიპოვა. რუმინეთში მიმდინარე ტურნირის გახსნის მატჩში
მასპინლებთან დამარცხების შემდეგ, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილისა და გია
კაზანჯიანის გაწვრთნილმა გუნდმა მატლას დამაჯერებლად – 90:69 სძლია.
ქართველებმა
მატჩი უხეიროდ დაიწყეს და პირველ წუთებზე 1:10 ჩამორჩნენ. ეს დროებითი
ჩავარდნა გახლდათ, სანამ გუნდი საკუთარ თამაშს იპოვიდა და მალტელთა დაცვას
გასაღებს მოარგებდა. ქართველებმა მეტოქე წუთებში 11:10 ჩამოიტოვეს, თუმცა
პერიოდის მოგება მაინც ვერ მოახერხეს – 20:21. მეორე მეოთხედიდან
საქართველოს ნაკრებმა თამაში გამოასწორა და 28:14 მოგებით დიდ შესვენებაე
13-ქულიანი ლიდერობით გავიდა – 48:25.
მწვრთნელებმა მხოლოდ 5 წუთი ათამაშეს
ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული 17 წლის ცენტრი გოგა ბითაძე, ხოლო ლევან
ბაბილოძეს წინა მატჩის მსგავსად, ტრავმის გამო არ უთამაშია. საქართველოს
ნაკრებმა საბოლოოდ 21 ქულით – 90:69 იმარჯვა, რაშიც დიდი წილი ალექსანდრე
ფევაძეს მიუძღვის, რომელმაც 19 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა. 18 ქულით
დაასრულა შეხვედრა ჩვენი გუნდის კიდევ ერთმა მეფარემ – გიორგი კორსანტიამ,
ხოლო ნიკა დარბაიძემ ქართველებს 16 ქულა შესძინა.
ჩვენი ჯგუფის მეორე მატჩი – მკედონია –
ალბანეთი – დღეს, თბილისის დროით 21:45 საათზე დაიწყება. ხვალ საქართველოს
ნაკრებს პრინციპული მატჩი ელის მაკედონიასთან, რომელიც 17:15 საათზე
დაიწყება. 
მალტა -საქართველო 69:90