საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის ჯგუფური ეტაპი დაასრულა. ბოლო ტურში ქართველები პორტუგალიას შეხვდნენ და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში – 66:62 დაამარცხეს.
მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა მთლიანობაში თანაბრად წარიმართა. პირველი პერიოდი პორტუგალიელებმა 18:15 მოიგეს, მეორე კი ქართველებმა – 18:13. მესამეში ისევ სამხრეთევროპელებმა იძალეს – 17:15 და ბოლო პერიოდის წინ ანგარიში თანაბარი იყო – 48:48. გადამწყვეტ მეოთხედში ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა მეტი მობილიზებით ითამაშა და საბოლოოდ გამარჯვების მოპოვება მოახერხა – 66:62.
საქართველოს ნაკრებში 15 ქულით ბომბარდირი გახდა ნიკა ჩეჩელაშვილი. ყველაზე სარგებლიანი კი ალექსანდრე ფევაძე იყო, რომელმაც 14 ქულა, 6 მოხსნა და თითო ჩაჭრა-დაფარება მიითვალა. 11-11 მიითვალეს რატი ანდრონიკაშვილმა და ნიკა დარბაიძემ, გიორგი კორსანტიას ანგარიშზე კი 7 ქულა და 10 მოხსნა და 3 ჩაჭრა დაგროვდა.
საქართველოს ნაკრებმა ჯგუფის 4 მატჩიდან 2-2 მოგებ-წაგება მიითვალა და 5 გუნდში მესამე ადგილი დაიკავა. ჯგუფიდან პოლონეთი და ფინეთი გავიდნენ, საქართველო კი ტურნირზე 9-16 ადგილების გასანაწილებელ საკვალიფიკაციო რაუნდში გადაერთვება. საქართველოს ნაკრების მომდევნო მეტოქე იქნება უნგრეთის ნაკრები, რომელმაც C ჯგუფში ასევე მე-4 ადგილი დაიკავა.
პორტუგალია – საქართველო
სტატისტიკა: 62:66