საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ფინეთთან 56:71 დამარცხდა

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ფინეთთან 56:71 დამარცხდა

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ფინეთთან საკვანძო მატჩი წააგო და ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა. მართალია, ქართველებს ბოლო ტურის მატჩი პორტუგალიასთან დარჩა გასამართი, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილი გუნდი ჯგუფიდან პლეი ოფში გამსვლელ საუკეთესო ორ გუნდს შორის ვეღარ მოხვდება. 

ევროპის ჩემპიონატის “ბ” დივიზიონიდან ელიტაში გადასვლის შანსი საქართველოს ნაკრებმა ფინეთთან მარცხით, დღეს დაკარგა. არადა, პირველ ნახევარში ქართველები მეტოქეს ტოლს არ უდებდნენ და ძირითადად ლიდერობდნენ კიდეს. მესამე პერიოდში სკანდინავიელებმა დამაჯერებელი უპირატესობა მოიპოვეს, ხელჩასაჭიდ ლიდერობას მიაღწიეს და მატჩის ბოლომდე ისე მივიდნენ, ზედმეტი გართულება არ შეხვედრიათ.

ფინეთმა საქართველოს ნაკრები 71:56 დაამარცხა და პოლონეთთან ერთად, რომელთანაც 2 დღის წინ 15 ქულით დამარცხდა, ჯგუფიდან გავიდა. 

ჯგუფის ბოლო მატჩს საქართველოს ნაკრები 18 ივლისს, პორტუგალიასთან გამართავს, რის შემდეგაც საკვალიფიკაციო ეტაპზე, 9-16 ადგილების დასაკავებელ ბრძოლაში გადაერთვება. 

საქართველო – ფინეთი
სტატისტიკა: 56:71