სეზონი არმიას რუსთავში გამარჯვებით დაიწყო

სეზონი არმიას რუსთავში გამარჯვებით დაიწყო

სტატისტიკასაქართველოს 20-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო. გასული
სეზონის მსგავსად, ტურნირში ამჯერადაც 6 გუნდი მონაწილეობს. გათამაშების ფორმატის თანახმად,
6 გუნდი 4 წრედ ითამაშებს და  მათგან  4 საუკეთესო ჩემპიონობის ბრძოლას ნახევარფინალიდან განაგრძობს.

პირველ მატჩს რუსთავმა უმასპინძლა, სადაც სათამაშოდ
„არმია“ ჩავიდა და საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში – 78:75 გაიმარჯვა. მატჩი გარდამავალი
უპირატეობით მიმდინარეობდა და გამარჯვებულის ვინაობა ბოლო წამებზე გამოვლინდა. არმიელებმა
ბოლო წამებზე გამოვლეენილი ბრძოლისუნარიანობისა და შედეგიანობის ხარჯზე მოახერხეს გამარჯვების
მოპოვება.

გამარჯვებულებს 23 ქულით, 16 მოხსითა და 4 დაფარებით
საუკეთესო იყო ბილი ალიევი. 17 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა ნიკა ყირიმელმა, ნიკა გოგოხიას
ანგარიშზე 14 ქულა დაგროვდა. რუსთაველთაგან 21 ქულით საუკეთესო იყო ირაკლი წიქარიშვილი.
16-16 ქულა დაგროვდა ნიკა აბაიშვილისა და გუგა პატაშურის ანგარიშზე.

20-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი მატჩი 25 ოქტომბერს,
სპორტის ახალ სასახელში გაიმართება: 12:45 საათზე „ჰიუნდაი“ „სოხუმს“ უმასპინძლეს.