20-წლამდელთა ჩემპიონატის მე-3 ადგილის მფლობელი „შსს-აკადემია“
გახდა. შინაგან სამეთა სამინისტროს გუნდმა მესამე ადგილისთვის მატჩში „რუსთავი“ დაამარცხა.
ქვემოქართლელებმა ღირსეულად იბრძოლეს,
თუმცა გამარჯვებამდე მისვლა ვერ შეძლეს.
მიუხედავად იმისა, რომ აკადემიელებს გუნდის ლიდერი რევაზ
როგავა აკლდათ, შეტევების ორგანიზებას მშვენივრად გაართვეს თავი. რეზოს ძმა დათომ ლიდერის ფუნქციები ითავა და საბოლოოდ ბომბარდირიც გახდა.
პირველი ტაიმის შემდეგ „შსს-აკადემია“ 10 ქულით ლიდერობდა,
თუმცა მეორე ნახევარში გუნდური თამაშის წყალობით რუსთაველებმა ჩამორჩენის შემცირება
მოახერხეს. მესამე პერიოდში ქვემოქართლელებმა 4 ქულა გააბათილეს, ხოლო ბოლო პერიოდში,
მატჩის დასრულებამდე 6 წუთით ადრე „შსს-აკადემიას“ ლიდერობიდან 2 ქულაღა დარჩა –
62:64.
მეტის გაკეთება ქვემოქართლელებმა ვეღარ მოახერხეს. არჩილ
პულუზაშვილის, დავით როგავას, მერაბ მირზაშვილის და სხვა მათ თანაგუნდელთა მოწადინებით
აკადემიელებმა საიმედო უპირატესობის მოპოვება მოახერხეს და გამარჯვებამდე იოლად მივიდნენ.
22 ქულით ბომბარდირი დავით როგავა გახდა, პულუზაშვილმა
პირად ანგარიშძე 16 ქულა და 8 მოხსნა ჩაიწერა, ხოლო მირზიაშვილმა და მაჭავარიანმა შეხვედრა
10-10 ქულით დაასრულეს.
დამარცხებულთაგან ბომბარდირი 14 ქულით თორნიკე ხატიაშვილი
გახდა, ხოლო სამმა კალათბურთელმა – თორნიკე ქიტოშვილმა, გიორგი დვალმა და შოთა რეხვიაშვილმა 12-12 ქულა მოაგროვეს.
მატჩისშემდგომი კომენტარები:
არჩილ ჟღენტი(შსს
აკადემია): ორივე
გუნდი გადაღლილი იყო, რადგან წინა ნახევარფინალური შეხვედრები გვქონდა. სასიხარულოა,
რომ მედლები მოვიპოვეთ, თუმცა ამ შედეგს დამაკმაყოფილებლად ვერ ჩავთვლით, ფინალში თამაშს
ვგეგმავდით.
დათო როგავა(შსს
აკადემია): სეზონის დასაწყისიდან
ჩვენი მიზანი ფინალში თამაში და ჩემპიონობა იყო. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა და მე-3
ადგილს დავჯერდით. ვულოცავ ჩემი გუნდს და მომავალში
უფრო დიდ წარმატებებს ვუსურვებ.