შსს-აკადემია ფინალურ სერიაში დაწინაურდა (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

შსს-აკადემია ფინალურ სერიაში დაწინაურდა (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

სტატისტიკა
გალერეა20-წლამდელთა
ჩემპიონატის ფინალური სერიის პირველი მატჩი დღეს სპორტის სასახლეში გაიმართა. ჩემპიონობისთვის
მებრძოლი “შსს-აკადემიისა” და “ქუთაისის” მატჩს დაძაბულობა არ
აკლდა, თუმცა გამარჯვებულის გამოსავლენად ისეთი ბრძოლა არ გამართულა, ფინალს რომ შეეფერება.

“შსს-აკადემიამ”
“ქუთაისს” ზედმეტი გართულებების გარეშე მოუგო და ფინალურ სერიაში 1:0 დაწინაურდა.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუკი 14 აპრილს, ქუთაისში დანიშნულ მეორე შეხხვედრაშიც იმარჯვებს,
“შსს-აკადემია” ჩემპიონი გახდება.

მატჩი აკადემიელთა
უპირატესობით დაიწყო და ისე ჩამთავრდა, გიორგი ნიკოლაძის გუნდს საკუთარი ფავორიტობა
ეჭვქვეშ არ დაუყენებია. თავში ნახსენები დაძაბულობა კი იმ მომენტს ეხება, რომელიც მატჩის
დასრულებამდე 4-ნახევარი წუთით ადრე მოხდა. აკადემიელი ლერი კვანტალიანი მეტოქის ფარქვეშ
შეიჭრა, მასზე კი ქუთაისელმა გიორგი ჩორგოლაშვილმა არასპორტულად ითამაშა, რითაც მას
კინაღან მძიმე ტრავმა მიაყენა. კვანტალიანმა ჩორგოლაშვილისკენ გაიწია, თუმცა სიტუაცია
მალევე ისე განიმუხტა, რომ ჩხუბი არ მომხდარა.

ორივე მოთამაშე
მოედნიდან გააძევეს და ისინი ფინალური სერიის მეორე მატჩს გამოტოვებენ. რაც შეეხება
მატჩის საბოლოო შედეგს, “შსს-აკადემიამ” შეხვედრა 61:43 მოიგო, რაშიც გამორჩეული
წვლილი სწორედ კვანტალიანმა შეიტანა – 27 ქულა, 11 მოხსნა. 11 ქულა დაგროვდა ერეკლე
ლორთქიფანიძის ანგარიშზე. “ქუთასში” 10-ქულიან ზღვარს მხოლოდ უჩა გამრეკლიძემ
გადაბიჯა, რომელმაც 14 ქულა მითვალა.

ფინალური სერიის
მეორე მატჩი ქუთაისში, 14 აპრილს გაიმართება.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

გიორგი ნიკოლაძე(,,შსს აკადემიის’’ მთავარი მწვრთნელი):
,,ქუთაისი’’ ძალიან ღირსეული მეტოქეა, დამსახურებულად გავიდნენ ფინალში და მინდა ჩემი
პატივისცემა გამოვხატო მათ მიმართ. რაც შეეხება თამაშს, ფინალი იყო და შესაბამისად,
ბიჭები უფრო დაძაბულები იყვნენ, გამოუცდელები არიან და მოსალოდნელიც იყო ნაკლებად სანახაობრივი
და შედეგიანი თამაში.გამარჯვებით გახარებულები ვართ. სამწუხაროდ, ბოლოს იყო ინციდენტი,
რაც არ უნდა მომხდარიყო, თუმცა სპორტში ყველაფერი ხდება. გავანაალიზებთ დღევანდელ შეცდომებს,
შევეცდებით გამოვასწოროთ ისინი და მაქსიმალურად მომზადებულები შევხვდეთ მეორე თამაშს
ქუთაისში, რომელიც რადიკალურად განსხვავებული იქნება.

შოთა ჯავახიშვილი(,,ქუთაისის’’ მთავარი მწვრთნელი):
ფინალს ყოველთვის ახლავს დაძაბულობა და ეს მატჩიც ასეთი გამოდგა. ბოლოს მართლაც არ
უნდა მომხარიყო ასეთი ფაქტი, თუმცა ბიჭები გამოუცდელები არიან და თავის გაკონტროლება
გაუჭირდათ. ,,შსს აკადემიამ’’ ძალიან მაღალ დონეზე ითამაშეს, დამსახურებულად გაიმარჯვეს
და მივულოცავ ამ წარმატებას. ჩვენ ცოტა მეტი მობილიზება გვმართებდა, ნაკლები შეცდომა
უნდა დაგვეშვა როგორც დაცვაში, ისე თავდასხმაში.ეს არ იყო ჩვენი გუნდის თამაში და ვეცდებით,
გამოვასწოროთ. შანსი გვაქვს და აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ.

გიორგი ცირეკიძე(,,ქუთაისი’’):  მივულოცავ მეტოქე გუნდს გამარჯვებას, ძალიან ძლიერად
ითამაშეს, კარგი დაცვა შემოგვთავაზეს. ჩვენი გუნდის ყველაზე დიდი მინუსი მოკლე სათადარიგო
სკამია, მეტოქეს კი ამაშიც დიდი პლიუსი აქვს. ქუთაისში შევეცდებით კარგი თამაში ვაჩვენოთ
და სერია გავათანაბროთ.