საინტერესოდ
გრძელდება 20-წლამდელთა ჩემპიონატი. მორიგი შეხვედრა შსს აკადემიასა ,,დინამოს“ შორის გაიმართა. მატჩი თავიდანვე გარდამავალი უპირატესობით
დაიწყო და ინტრიგა ბოლო წუთებამდე შერჩა.
პირველი პერიოდი ,,ახალგაზრდა ძალოვნებმა“
მოიგეს, თუმცა შარშანდელმა ვერცხლის მედალოსნებმა, იყოჩაღეს, თამაში შემოაბრუნეს და პირველი ტაიმი 39:33 თავიანთ სასარგებლოდ დააფიქსირეს.
მატჩის მეორე
ნახევარს უფრო მობილიზებული შსს აკადემია შეხვდა, მესამე პერიოდში 25:14 სძლია მეტოქეს,
ბოლო პერიოდში ეცადა ,,დინამო“ ჩამორჩენის
აღმოფხვრას, თუმცა საბოლოოდ დამარცხდა 64:74.
რაც შეეხება შეხვედრის გამორჩეულ კალათბურთელებს; შსს აკადემიას 23 ქულით რეზო როგავამ ულიდერა,
,,დინამოს“ მხრიდან კი 18 ქულით ალექსანდრე
ჩოჩია გამოირჩა.
დუბლების ჩემიონატის მორიგი თამაშები 30 ოქტომბერს არის
დაგეგმილი. შსს აკადემია ,,ოლიმპს“ დაუპირისპირდება, ,,ჰიუნდაი“ კი ,,სოხუმს“
გაეჯიბრება.