შსს აკადემიამ სერია გაათანაბრა (მატჩისშემდგომი კომენტარები)

შსს აკადემიამ სერია გაათანაბრა (მატჩისშემდგომი კომენტარები)

რუსთავში
გამართული მეორე ნახევარფინალური შეხვედრის მსგავსად, ფინალისტი ვერც ,,შსს აკადემიისა”
და ,,სოხუმის” თამაშმა გამოავლინა. განმეორებით მატჩში ,,შსს აკადემიამ” ,,სოხუმთან”
 61:54 
იმარჯვა.

შეხვედრა,
როგორც მოსალოდნელი იყო, დაძაბული და საინტერესო გამოდგა და გამარჯვებულის ვინაობა
მხოლოდ ბოლო წუთს გახდა ცნობილი. ,,სოხუმმა” კარგად დაიწყო და პირველი მეოთხედი 5ქულის
სხვაობით მოიგო, ჯინჭარაძისა და ბულიავას შედეგიანობის წყალობით ლიდერობა მეორე პერიოდშიც
შეინარჩუნა. ბულიავამ 4-ში 3 სამქულიანი ზუსტად გამოიყენა, თუმცა აკადემია მეტოქეს
შორს არ უშვებდა და დიდი შესვენებისთვის ,,სოხუმი” მხოლოდ 4 ქულით იგებდა.  უნდა აღინიშნოს რეზო როგავას გამორჩეულად კარგი თამაში,
რომელმაც პირველ პერიოდში 16 ქულას მოუყარა თავი.

მეორე
ნახევარში სოხუმმა ლიდერობა გაიმყარა. ჯინჭარაძის ზუსტმა საჯარიმოებმა და სამწამიანიდან
მოპოვებულმა ქულებმა მესამე პერიოდის დასრულებამდე 2 წუთით ადრე სოხუმი 10 ქულით დააწინაურა
(48:38). თუმცა უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხეს და შსს აკადემიამ  სწორი შეტევებისა და კარგი დაცვის ხარჯზე პერიოდის
დასრულებამდე სხვაობა შეამცირა, ბოლო ათწუთეულის დასწაყისში კი მეტოქეს 2 ქულამდე მიუახლოვდა
(48:46).

ამის
შემდეგ თამაში ქულა-ქულაში წავიდა. ლევან გორდულაძის 3-ქულიანმა აკადემია მორე ნახევარში
პირველად გაიყვანა წინ (52:51), ამას კვანტალიანის 2ქულა მოჰყვა, თუმცა კარლის მიუჟნიქსმა
,,სოხუმისთვის” მეტად საჭირო 3ქულიანი ჩააგდო და თამასის დასრულებამდე 02:40 წუთით
ადრე ანგარიში გაათანაბრა (54-54). ეს იყო მაქსიმუმი, რაც ბოლოს სოხუმმა შეძლო. შსს
აკადემიამ, რევაზ როგავას ლიდერობით, ბოლომდე იბრძოლა, მობილიზებული თამაშისა და კარგი
დაცვის წყალობით მეტოქეს არც ერთი შეტევის ზუსტად გამოყენების საშუალება არ მისცა.
საბოლოოდ ძალოვნებმა 61:54 იმარჯვეს და ნახევარფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრეს.

,,შსს
აკადემიაში” საუკეთესო რეზო როგავა იყო, რომელმაც 28ქულას 6 მოხსნა და 6 შედეგიანი
გადაცემა მიამატა, ლერი კვანტალიანმა 11ქულასა და 8 მოხსნას მოუყარა თავი. დამარცხებულებს
22ქულითა და 9 მოხსნით კახა ჯინჭარაძემ ულიდერა, ოთო ბულიავას ანგარიშზე კი 11ქულაა.

 ფინალისტი გუნდის ვინაობას შაბათს სპორტის სასახლეში
20:00 საათზე გასამართი შეხვედრა გაარკვევს.
მატჩისშემდგომი კომენტარები:

არჩილ ჟღენტი
(შსს კაადემია):წინა თამაშისგან განსხვავებით, დღეს ბიჭებმა  კარგად იასპარეზეს დაცვაში.  დღევანდელ 
მატჩი  54 ქულა გავუშვითდა გამარჯვება
ამის ხარჯზე მივიპოვეთ.  კმაყოფილი ვარ ფარზე
თამაშითაც. წინა თამაშში დაშვებული შეცდომები ბიჭებმა დღეს მაქსიმალურად გამოასწორეს.
ვფიქრობ გადამწყვეტ შეხვედრაში ყურადღება კვლავაც დაცვაზე უნდა გავამახვილოთ.

ლიკა ქაჯაია
(სოხუმი): როგორც წინა კომენტარში აღვნიშნე მეტოქეს დასაკარგი
არაფერი ჰქონდა და ძალიან თავისუფლად იასპარეზა, ჩვენ კი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ
ვიმყოფებოდით და დაძაბულობის გამო უამრავი შეცდომა დავუშვით.  მადლობა მოწინაააღმდეგე  გუნდს ასეთი საინტერესო თამაშისთვის. გადამწყვეტი
მატჩი კიდევ უფრო ემოციური და დაძაბული გამოვა.

 რეზო როგავა(შსს აკადემია):
 საიტერესო თამაში გამოდგა. ბოლო წუთებამდე
დაძაბული ბრძოლა იყო.  კარგი დაცვის ხარჯზე
გავიმარჯვეთ, ბოლოს შეტევაშიც ყველაფერი გამოგვივიდა.  ეს თამაში აუცილებლად უნდა მოგვეგო.

ოთო ბულიავა(სოხუმი):  მადლობა შსს აკადემიას ასეთი კარგი თამაშისთვის.
ძალიან საინტერესო შეხვედრა გამოვიდა. როცა ჩვენმა უპირატესობამ 10 ქულა მიაღწია, თავი
უკვე გამარჯვებულებად ჩავთვალეთ და მოვდუნდით, ეს ჩვენი ყველაზე დიდი შეცდომა იყო,
შედეგად, კონცენტრაცია დავკარგეთ და წავაგეთ. შემდეგ თამაშზე თითოეული ჩვენგანი მაქსიმუმს
გააკეთებს, რათა ფინალი ვითამაშოთ. 
რუსთავი – ოლიმპი 84:78