სტატისტიკა
გალერეა გათამაშების ლიდერი
“შსს-აკადემია”, რომელმც პირველი მარცხი 1 კვირის წინ განიცადა, დღეს
“აკადემიას” შეხვდა და დიდი სხვაობით – 81:55 დაამარცხა მეტოქე. არჩილ ჟღენტის
გუნდმა შეხვედრა ისე მოიგო, წინააღმდეგობა თითქმის არ შეხვედრია.
პირველი მეოთხედი
შსს-ელებმა 10ქულით მოიგეს, მეორეში კი მეტოქეს 17-ით აჯობეს და დიდი შესვენებისთვის
მატჩის ბედი თითქმის გარკვეული იყო. “ძალოვნები” 51:24 იგებდნენ, რაც, რა
თქმა უნდა, გუნდური თამაშის დამსახურება იყო, თუმცა აკადემიელებს გამორჩეული კალათბურთელებიც
ჰყავდათ. ვილი ისიანი მეტოქეთათვის შეუჩერებელი იყო. 23 ქულით ის მატჩის ბომბარდირი
გახდა და შსს-ელთა გამარჯვებაში დიდი როლი შეასრულა.
საბოლოოდ
“შსს-აკადემიამ” 81:55 გაიმარჯვა და პირველ ადგილზე გამაგრდა. ისიანის კვალზე
13 ქულითა და 12 მოხსნით შეეწია შსს-ელებს შოთა გელაზონია, მერაბ მირზიაშვილმა კი
6 ქულა და 15 მოხსნა მიითალა. “აკადემიაში” 13 ქულით ნიკა ამირხანაშვილი
გამოირჩა, 11 ქულა ჰქონდა გიორგი თვდორაშვილს, საბა ჯაყელის ანგარიშზე კი 10 ქულა დაგროვდა.
მატჩისშემდგომი კომენტარები
არჩილ ჟღენტი(,,შსს აკადემიის’’ მთავარი
მწვრთნელი): დიდი ანგარიშით
გავიმარჯვეთ და ეს ალბათ მოსალოდნელიც იყო, ვგეგმავდით ამ შეხვედრის მოგებას. თუმცა,
ბევრი დაკარგვა გვქონდა, რაც დიდი მინუსია და ამაზე სერიოზული მუშაობა მოგვიწევს.
გელა წულაძე(,,აკადემიის’’ მთავარი
მწვრთნელი): ,,შსს
აკადემია’’ ჩვენზე ძლიერი გუნდია, დღეს ყველა კომპონენტში გვაჯობეს და დამსახურებულად
გაიმარჯვეს.