სოხუმისა და მაკაბის მოგებები

სოხუმისა და მაკაბის მოგებები

მორიგი ტურის მატჩები გაიმართა ვაკეში მდებარე ,,აკადემიის”
დარბაზში.  დღის პირველ შეხვედრაში ერთმანეთს
,,სოხუმმა” ,,დინამო” 91:77 დაამარცხა.

გამარჯვებულთა რიგებში საუკეთესო 23 ქულით გიგა
მეხრიშვილი გახლდათ, ხოლო ორმაგი დუბლი დავით კორძაძის ანგარიშზეა -16 ქულა, 11მოხსნა.
,,დინამოს” შემადგენლობაში ორმაგი დუბლი ერთბაშად ორმა კალათბურთელმა, ირაკლი ალხანაიძემ(28ქ.10მ)
და ბექა ჭიჭვეიშვილმა(18ქ.12მ) მიითვალა. ,,მაკაბისა” და სტუ-ს დაპირისპირება, მაკაბელთა
გამარჯვებით – 82:79 დასრულდა. გამარჯვებულთა რიგებში ორმაგი დუბლის ავტორები გიორგი
რევაზაშვილი(43ქ.17მ) და გიორგი  ფერიაშვილი(17ქ.14მ)
გახდნენ, ხოლო სტუ-ს მხრიდან საუკეთესო 22 ქულით აკაკი ლომოური იყო.