სოხუმმა ქუთაისი ბოლო წამებზე დაამარცხა

სოხუმმა ქუთაისი ბოლო წამებზე დაამარცხა

სტატისტიკა 

გალერეა 
საკალათბურთო აკადემიაში 20-წლამდელთა ჩემპიონატის
2  მატჩი გაიმართა, რომელთაგან ერთი საინტერესო
და დაძაბული გამოდგა, მეორე კი – პირიქით.

„მაკაბის“ დაუბრუნდა გუნდის მთავარი ლიდერი მაიზერ რევაზაშვილი,
რომელმაც რამდენიმე თვის წინ ხელი მოიტეხა და თავისიანებს ვერ ეხმარებოდა. რევაზაშვილის
დაბრუნებამ მაკაბელებს არგო, თუმცა გაცილებით კარგ ფორმაში მყოფ აკადემიელებთან „მაკაბი“
საბოლოოდ ვერას გახდა.
მაკაბი – აკადემია   93:104

შეხვედრა „აკადემიის“ 11-ქულიანი გამარჯვებით დასრულდა,
თუმცა თამაში იმდენად დაძაბული არ ყოფილა, როგორც ანგარიშიდან ჩანს. „აკადემიამ“ პირველი
მეოთხედი 31:14 მოიგო და დაახლოებით ამ უპირატესობას ბოლო პერიოდამდე ინარჩუნებდა.
ბოლო წუთებზე მაკაბელებმა ჩამორჩენის 10 ქულამდე შემცირება მოახერხეს, რაც მათი მაქსიმუმი
აღმოჩნდა.

„აკადემიაში“ 28 ქულითა და 10 მოხსნით ნიკა ღურწკაია
გამოირჩა. 22 ქულა ჰქონდა ლუკა გიორგაძეს, ხოლო 16 ქულა დააგროვა თენგო ხუციშვილმა.
მაკაბელთაგან მაიზერ რევაზაშვილი გამოირჩა, რომელმაც საოცრად მაღალი შედეგიანობა გამოავლინა
სროლათა პროცენტულობაში. მაიზერმა 21 ცდიდან 19 ორქულიანი ჩააგდო და მთლიანობაში
44 ქულა მიითვალა.

მეორე მატჩი 1-ქულიანი სხვაობით დასრულდა. გათამაშების
აუტსაიდერმა „ქუთაისმა“ „სოხუმს“ დიდი წინააღმდეგობა გაუწია და შეიძლება ითქვას, სოხუმელები
მარცხს ბეწვზე გადაურჩნენ. „ქუთაისი“ მთელი თამაშის მანძილზე იგებდა და რომ არა ბოლო
წუთებში მოდუნებული თამაში, სეზონში მე-5 გამარჯვებას მოიპოვებდა.

სოხუმელებს 24 ქულით ტატო ზუზაძემ ულიდერა. ვიტალი ცქიფურიშვილმა
16 ქულა მიითვალა, ხოლო რომა კვერნაძემ შეხვედრა ორმაგი დუბლით დაასრულა – 10 ქულა,
12 მოხსნა. რაც შეეხებათ ქუთაისელებს, 32 ქულით ირაკლი მაცაბერიძე გამოირჩა, ხოლო
25 ქულა და 20 მოხსნა გუჯა ბირკაიამ მიითვალა. 
სოხუმი – ქუთაისი   83:82