სტუ-მ მაკაბი დაამარცხა

სტუ-მ მაკაბი დაამარცხა

20-წლამდელთა ჩემპიონატის პირველი წრის ბოლო ტურის რიგით
მეორე შეხვედრა შედგა დღეს ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზში ტექნიკური
უნივერსიტეტის გუნდი ,,მაკაბს” დაუპირისპირდა და მეტოქე სოლიდური სხვაობით, 110:88
დაამარცხა.

საინტერესო გამოდგა შეხვედრის პირველი ნახევარი, რომელიც
გუნდების გარდამავალი უპირატესობით  წარიმართა,
მეორე პერიოდის შუაწელში კი მაკაბელები 2 ქულით გავიდნენ წინ – 34:32. აღნიშნული პერიოდის
დარჩენილ დროში ,,ტექნიკოსები” გააქტიურდნენ და მატჩის პირველ ნახევარში სამი ქულის
სხვაობით იმარჯვეს – 50:47.

სულ სხვაგავარი სიტუაცია შეიქმნა შეხვედრის მეორე ნახევარში
–  სტუ შეუჩერებელი აღმოჩნდა, ფაქტიურად მეტოქეს
შანსი არ დაუტოვა და სოლიდური მოგება გაიფორმა.

 ,,მაკაბის”
შემადგენლობაში ორმაგი დუბლი ერთბაშად ორმა მოთამაშემ მიითვალა: ლევან რევაზაშვილმა
48 ქულა და 14 მოხსნა დააგროვა, ხოლო დავით ხეთაგურის ანგარიშზე 12 ქულა, ამდენივე
მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემაა.

გამარჯვებულებს 25 ქულით საბა ლობჟანიძემ ულიდერა, სამმაგი  დუბლი მიითვალა ზურაბ მაჩალაძემ, რომლის ანგარიშზეც  21 ქულა, 23 მოხსნა და 11 ჩაჭრაა,  ხოლო ბაქარ გაბისიანმა 23ქულითა  და
19 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.

  შეგახსენებთ,
რომ საკალათბურთო აკადემიის დარბაზში დღეს 20-წლამდელთა კიდევ ერთი მატჩში შედგება:
15 საათზე ერთმანეთს შსს-აკადემია – ,,ოლიმპი” დაუპირისპირდებიან.