სტუ-მ მეორე წრე მოგებით გახსნა

სტუ-მ მეორე წრე მოგებით გახსნა

დღეს ვაკაეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზში
20-წლამდელთა ჩემპიონატის მეორე წრემ აიღო სტარტი, რომელიც სტუ – შსს -ს მატჩით გაიხსნა.

ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდმა შსს აკადემია 76:63 დაამარცხა და მიმდინარე ჩემპიონატში
5 მოგებით და 3 მარცხით მეორე ადგილზე იმყოფება. შეხვედრის პირველი ნახევარი სტუ-ს
სასარგებლოდ წარიმართა, რომლებმაც ტაიმში 39:34 იმარჯვეს. მესამე პერიოდში გუნდებმა
თანაბრად ითამაშეს, ხოლო გადამწყვეტ მეოთხე მეოთხედში ,,ტექნიკოსებმა“ აჯობეს ,,ძალოვნებს“
და მატჩში დამაჯერებლად იმარჯვეს. მოგებულთა შემადგენლობაში ორმაგი დუბლი ერთბაშად
ორმა მოთამაშემ შეასრულა:გიორგი ტეტელაშვილმა 28 ქულა და 13 მოხსნა, ხოლო ზურაბ მაჩალაძემ
16 ქულა და 19 მოხსნა მიითვალა. რაც შეეხება შსს-ს , მის გუნდში საუკეთესო მერაბ ბოქოლიშვილი
იყო, რომელიც 40 ქულითა და 14 ქულით ორმაგი დუბლის ავტორი და  მატჩის ბომბარდირი გახდა.

 შეგახსენებთ,
რომ 20-წლამდელთა ჩემპიონატის მეორე წრის პირველი ტური ხვალ საკალათბურთო აკადემიის
დარბაზში გაიმართება. 10 საათზე ,,სოხუმი“ ,,მაკაბის“, 12 საათზე შსს -სტუ-ს, 14 საათზე
,,დინამო“ ,,ქუთაისს“, ხოლო ტურის დასკვნით მატჩში 18 საათზე ,,კარდინალი“ – ,,ოლიმპს“
დაუპირისპირდება.