20-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი ტურის დღეს ვაკეში მდებარე
საკალათბურთო დარბაზში დაიწყო, სადაც ორი მატჩი გაიმართა. სტუ-სა და,,თბილისის კარდინალების“
დაპირისპირება ,,ტექნიკოსების“ გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც
მეტოქეს ანგარიშით 70:58 სძლია.
შეხვედრის
პირველი ნახევარი გუნდების გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, თუმცა მეორე მეოთხედის
ბოლოს სტუ გააქტიურდა და დიდ შესვენებაზე 4-ქულიანი უპირატესობით, 33:29 გავიდა. მატჩის მეორე ნახევარი კვლავ ტექნიკური უნივერსიტეტის
გუნდის სასარგებლოდ წარიმართა, რომელიც დასკვნითი პერიოდის მე-2 წუთზე 11 ქულით გავიდა
წინ. მოპოვებული უპირატესობა სტუ-მ შეხვედრის
ბოლომდე შეინარჩუნა და მატჩი გამარჯვებით დაასრულა. ,,თბილისის კარდინალებს“ 15 ქულა
სანდრო მეგენეიშვილმა შესძინა, ხოლო 14 ქულითა და 15 მოხსნით ორმაგი დუბლი გიორგი ხარაძემ
შეასრულა. სტუს-შემადგენლობაში ორმაგი დუბლი ერთბაშად ორმა მოთამაშემ მიითვალა: დავით
კორძაძემ 24 ქულა და 14 მოხსნა დააგროვა, ხოლო ზურაბ მაჩალაძის ანგარიშზე 22 ქულა და
28 მოხსნაა.
,,სოხუმისა“ და შსს აკადემიას შეხვედრა სოხუმელთა დამაჯერებელი
მოგებით, ანგარიშით 78:65 დასრულდა. შეხვედრის პირველ ნახევარში გუნდებმა თითქმის თანაბრად
ითამაშეს, თუმცა აკადემიელებმა პირველი ტაიმის დასასრულეს თავიაანთ სასარგებლოდ მინიმალური უპირატესობა დააფიქსირეს – 33:32. მესამე
პერიოდში ,,სოხუმი“ გააქტიურდა და აღნიშნული
მეოთხედის მე-2 წუთზე 37:35 გავიდა წინ. ათწუთეულის
შუაწელში კი ,,ზღვისპირელები“ კიდევ უფრო მძლავრად ათამაშდნენ და 45:38 დაწინაურდნენ.
დასკვნით, მეოთხე მეოთხედში სოხუმის გუნდმა
შსს- შანსი არ დაუტოვა და მიმდინარე ჩემპიონატში მე-8 გამარჯვება იზეიმა.
შსს აკადემიას შემადგენლობაში ბექა ჭიჭვეიშვილი გამოირჩა,
რომელმაც 18 ქულითა და 12 მოხსნით ორმაგი დუბლი მიითვალა, ხოლო ,,სოხუმის“ გუნდს 22 ქულით რევაზ როგავამ ულიდერა.
შეგახსენებთ, რომ 20-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი მატჩი
24 თებერვალს ქუთაისში გაიმართება. ადგილობრივი ,,ქუთაისი“ საკუთარ მოედანზე რუსთავს 16:00 საათზე უმასპინძლებს.
სტუ – თბილისის კარდინალები
სოხუმი – შსს აკადემია