თბილისის ჩემპიონატის 4 მატჩს საკალათბურთო აკადემიამ უმასპინძლა

თბილისის ჩემპიონატის 4 მატჩს საკალათბურთო აკადემიამ უმასპინძლა

დღეს საკალათბურთო აკადემიის დარბაზში თბილისის ჩემპიონატის 4 მატჩი გაიმართა. 

1-ელი ექსპერიმენტალური სკოლის გუნდმა “ჰიუნდაიმ” ჯგუფის ბოლო მატჩი გამართა და 163-ე სკოლას იოლად მოუგო, რითაც პირველი ეტაპი წაუგებლად დაასრულა. ლაშა თოიძისა და ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ყველა შეხვედრა იოლად მოიგო და ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა.
პრინციპულიშეხვედრა მოიგო შსს 2-მა, რომელმაც უშუალო კონკურენტი თსსუ დაამარცხა და ჯგუფურიეტაპის მატჩები დაასრულა. შსს 2 ახლა თსსუ-აკადემია 2-ის შეხვედრას დაელოდება, რომელმაც უნდა გაარკვიოს ჯგუფში მეორე ადგილის მფლობელის ვინაობა.
დარჩენილ შეხვედრებში “ვესტამ” “იმედს” 69:57 მოუგო, ხოლო კნაუფ-აკადემიამ “ტიტებს” შანსი არ დაუტოვა.  ჯგუფური ეტაპის მატჩები 17 ოქტომბერს დასრულდება, რის შემდეგაც დედაქალაქის ჩემპიონობისთვის ბრძოლა მეოთხედფინალიდან გაგრძელდება. 3-4 ადგილებზე გასული გუნდები კი ბრძოლას საქართველოს ჩმპიონატზე გამსვლელი, დარჩნილი 2 საგზურისთვის იბრძოლებენ.
15ოქტომბერი. საკალათბურთო აკადემია
შსს 2 – თსსუ                                       55:47
163 სკოლა – 1-ელი ექსპ.სკოლა       45:110
კნაუფ-აკადემია – ტიტები                 85:31
იმედი – ვესტა                                       57:69