საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს U20 ნაკრები ევროპის ჩემპიონატამდე 3 საკონტროლო მატჩს ლატვიაში გამართავს

საქართველოს U20 ნაკრები ევროპის ჩემპიონატამდე 3 საკონტროლო მატჩს ლატვიაში გამართავს

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ლატვიაში, მოსამზადებელ შეკრებაზე გაემგზავრა, სადაც 3 საკონტროლო მატჩს გამართავს და ბულგარეთში, ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში საასპარეზოდ გადავა. 

ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილი ნაკრები ლატვიაში 11 კალათბურთელით გაემგზავრა. გუნდს 7 ივლისს შეუერთდება მე-12 წევრი – რატი ანდრონიკაშვილი, რომელიც ეროვნულ ნაკრებში იყო გამოძახებული და საკმაოდ კარგი დებიუტიც ჰქონდა.

20-წლამდელთა ნაკრები ქალაქ კანდავაში დაბინავდება და 3 საკონტროლო მატჩს შემდეგ თარიღებში გამართავს: 

6 ივლისი, საქართველო – ესტონეთი
7 ივლისი, ლატვია – საქართველო
9 ივლისი, საქართველო – ლატვია

საქართველოს ნაკრები ლატვიიდან პირდაპირ ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გაემგზავრება, სადაც 13-22 ივლისს ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონი გაიმართება. ჯგუფში ჩვენი მეტოქეები იქნებიან ფინეთი, პოლონეთი, კოსოვო და პორტუგალია. პლეი ოფში ჯგუფის 2 საუკეთესო ნაკრები გავა და გააგრძელებს “ა” დივიზიონში გადასასვლელ სამეულში მოსახვედრად ბრძოლას.