ვითამ და სოხუმმა მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს

ვითამ და სოხუმმა მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს

 შედეგები
 გალერეა საქართველოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის 2 მატჩი გაიმართა
დღეს თბილისის ახალ სპორტის სასახლეში. პირველ შეხვედრაში ერთმანეთის პირისპირ „მაკაბი“
და „ვითა“ წარსდგნენ. ცხრილში ბოლო ადგილზე მყოფმა მაკაბელებმა პირველ მეოთხედში მედგარი
წინააღმდეგობა გაუწიეს ვითელებს, თუმცა მეორე პერიოდიდან ცხრილში შედარებით ზემოთ მყოფმა
„ვითამ“ დამაჯერებელი ლიდერობა მოიპოვა. ნიკა წირღვავას, ლუკა გიორგაძის და ანრი რუხაძის
წინამძღოლობით „ვითამ“ მეორე ათწუთეული 25:8 მოიგო, რითაც მაკაბელები გატეხა და საბოლოოდ
გამარჯვებამდე იოლად მივიდა – 98:76.

გამარჯვებულთაგან 29 ქულით საუკეთესო იყო ნიკა წირღვავა,
19 ქულა და 20 მოხსნა დაგროვდა ლუკა გიორგაძის ანგარიშზე, ხოლო ანრი რუხაძემ თამაში
20 ქულით დაასრულა. მაკაბელთაგან 24 ქულით ბომბარდირი რეზო მაღლაფერიძე გახდა.

მეორე შეხვედრაშიც თითქმის ანალოგიური სცენა გათამაშდა.
გათამაშების ერთ-ერთმა ლიდერმა „სოხუმმა“ „რუსთავს“ სძლია. სოხუმელებმა პირველი პერიოდი
13 ქულით მოიგეს და შემდეგ უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვიათ. ქვემო ქართლურმა გუნდმა
დასკვნითი მეოთხედი 15 ქულის სხვაობით – 34:19 მოიგო, თუმცა მანამდე სოხუმელებმა იმდენად
სოლიდური ლიდერობა მოიპოვეს, რომ ბოლო ათწუთეულის ჩაგდების მიუხედავად 90:79 იმარჯვეს.

„სოხუმში“ 26 ქულით ბომბარდირი გახდა დავით ლომიძე,
ხოლო საუკეთესო შედეგი თორნიკე გაგუამ აჩვენა – 25 ქულა და 10 შედეგიანი გადაცემა.
რუსთაველებს არ უშველათ ირაკლი წიქარიშვილის შედეგიანობამ, რომელმაც 25 ქულა, 15 მოხსნა
და 5 პასი დააგროვა.

შემდეგი ტურის მატჩები 9 თებერვალს გაიმართება.
მაკაბი – ვითა  76:98 

სოხუმი – რუსთავი  90:79