ვითას მოგებ-წაგება მაკაბისთან და აკადემიასთან

ვითას მოგებ-წაგება მაკაბისთან და აკადემიასთან

 შედეგებიგალერეასაკალათბურთო კლუბმა „ვითამ“ ბოლო 2 დღეში 20-წლამდელთა
ჩემპიონატის 2 მატჩი გამართა. მილოშ პავლიჩევიჩისა და ირაკლი ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა
გუნდმა ჯერ „მაკაბის“ მოუგო, შემდეგ კი „აკადემიასთან“ დამარცხდა.

„მაკაბიმ“ ვითელებს მხოლოდ პირველ მეოთხედში გაუმართა
ღირსეული ბრძოლა და საწყისი პერიოდი 1 ქულით – 17:18 დათმო. მეორე ათწუთეულიდან სათამაშო
ინიციატივას „ვითა“ დაეუფლა და მომდევნო 2 პერიოდში თამაშს ბედი გადაწყვიტა. გუნდური
თამაშის წყალობით პავლიჩევიჩის გუნდმა ხელჩასაჭიდი ლიდერობა მოიპოვა და მესამე პერიოდის
ბოლოს 17 ქულით დაწინაურდა.

„ვითამ“ მატჩი იოლად მიიყვანა გამარჯვებამდე და საბოლოო
ანგარიშიც დააფიქსირა – 93:69. 18-18 ქულით ვითელებს ნიკა ჭიჭვეიშვილმა და ნიკა წირღვავამ
ულიდერეს, გიორგი კორსანტიას კი ორმაგ დუბლამდე 1 პასი დააკლდა – 12 ქულა და 9 მოხსნა
დააგროვა. დამარცხებულთაგან 16 ქულით და 13 მოხსნით დავით დადუნაშვილი გამოირჩა.

მეორე მატჩში „ვითა“ მთელი თამაში უგებდა „აკადემიას“.
პავლიჩევიჩის გუნდმა პირველ მეოთხედში ლიდერობა რომ მოიპოვა (21:9), ბოლო პერიოდამდე
თითქმის სულ 10 ქულით და მეტით იგებდა. აკადემიელებმა საქმის გამოსწორება მესამე პერიოდის
მიწურულს შეძლეს და ბოლო ათწუთეულში მეტოქე გაანადგურეს. დასკვნითი მეოთხედის წინ
„ვითა“ 59:48 იგებდა და თითქოს არაფერი ემუქრებოდა, თუმცა ძალიან შედეგიანი თამაშით
აკადემიელებმა ბოლო ათწუთეული 40:9 (!) მოიგეს და საბოლოოდ 20-ქულიან გამარჯვებას მიაღწიეს
– 88:68.

„აკადემიას“ 22 ქულით ნიკა ლეონიძემ ულიდერა, თუმცა
გამარჯვებაში არანაკლები წილი დაიდეს ნიკოლოზ დარბაიძემ (17 ქულა), გიორგი გუგეშაშვილმა
(13), გიორგი ცხოვრებოვმა (10), და ვლადიმერ დოლიძემ (11 ქულა, 13 მოხსნა). „ვითაში“
19 ქულით და 11 მოხსნით საუკეთესო იყო გიორგი კორსანტია.

„ვითა“ დღეს კიდევ ერთ მატჩს ჩაატარებს – ქუთაისში ადგილობრივ
გუნდთან თამაშს 18:00 საათზე დაიწყებს.
ვითა – მაკაბი 93:69

ვითა – აკადემია 68:88