1-ელი ექსპერიმენტული ჰიუნდაი საქართველოს ჩემპიონია

1-ელი ექსპერიმენტული ჰიუნდაი საქართველოს ჩემპიონია

საქართველოს 14-წლამდელთა 2014 წლის  სეზონის ჩემპიონი 1 ექსპერიმენტული-ჰიუნდაი გახდა, რომელმაც ფინალური სერიის მეორე მატჩშიც დაამარცხა ფოთის გუნდი და ზედიზედ  მეორედ მოიოვა ჩემპიონის ტიტული. 
სამმა კალათბურთელმა დააგროვა: გივი გოგიტაშვილმა 17 ქულითა და 26 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა, ირაკლი ქოჩიაშვილმა 17 ქულა და 9 მოხსნა დააგროვა, ხოლო ლევან წენგუაშვილმა  17 ქულა და 7 მოხსნა.  
 
სტატისტიკა: http://superleague.ge/public/images/poti__hiundai_final.pdf
 

 
 რაც შეეხება  ფოთის გუნდს, საუკეთესო ოთარ პერტაია იყო, რომელმაც 33 ქულა და 15 მოხსნა მოუტანა თავის გუნდს. 15 ქულითა და 14 მოხსნით ასევე ორმაგი დუბლი ვათა სალაყაიამ მიითვალა, ხოლო შმაგი ქორჩილავამ 12 ქულას მოუყარა თავი. 
 
  მატჩის დასრულების შემდომ გაიმართა დაჯილდოვების ცერემონიალი. ფინალისტი გუნდები მედლებით, სიგელებითა და სხვადასხვა პრიზებით   მატჩის კომისარმა თენგიზ ქიქოძემ დააჯილდოვა.
 
  მატჩის საუკეთესო მოტთამაშე  ფოთი გუნდის წევრი ოთარ პერტაია გახდა, რომელსაც ინგლისური ენის შესწავლის 3-თვიანი უფასო ვაუჩერი გადაეცა. ვეტერან კალათბურთელთა დახმარების ფონდის მიერ დაწესებული ლევან ინწკირველისა და რევაზ გოგელიას სახელობის პრიზი „1-ელი ექსპერიმენტულმა ჰიუნდაიმ“ 14-წლამდელთა