13-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალისტთა ვინაობა ცნობილია. საჩემპიონო სერიაში ერთმანეთს „ჰიუნდაი“ და „კარდინალები“ შეხვდებიან. ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩი ორივე ამ გუნდმა მოიგო და ფინალში საერთო ანგარიშით – 2:0 გავიდნენ.
ზვიად დიდბარიძის გაწვრთნილმა „კარდინალებმა“ „აკადემია 1“ ამჯერად უფრო იოლად, 12 ქულის სხვაობით დაამარცხეს. სერიის პირველ მატჩში შედარებით დაძაბულობა იყო და ‘კარდინალებმა“ მხოლოდ ქულით იმარჯვეს. ნიკა ყირიმელმა ისევ შედეგიანად ითამაშა და „კარდინალებს“ 35 ქულა შესძინა. აკადემიელთაგან კი სოსო მამუკელაშვილი იყო საუკეთესო, რომელმაც 19 ქულა დააგროვა.
მეორე ნახევარფინალში კიდევ უფრო დიდი სხვაობა დაფიქსირდა. ფოთში 45:40 გამარჯვების შემდეგ „ჰიუნდაიმ“ ამჯერად 17 ქულით დაამარცხა ზღვისირული გუნდი. ჰიუნდაელებმა საქმე უკვე პირველი ტაიმის შემდეგ მოათავეს. ნიკო ჩერქეზიშვილის გუნდი დიდი შესვენებისთვის 33:12 იგებდა.
ფინალური სერია 3 ივნისს დაიწყება, მეორე შეხვედრა 5-ში გაიმართება. თუკი საჭირო გახდა, ფინალის მესამე, გადამწყვეტი მატჩი 7 ივნისს გაიმართება. შეხვედრებს საკალათბურთო აკადემია უმასპინძლებს
ჰიუნდაი – კარდინალები. უტევს ნიკა ყირიმელი
ნახევარფინალური სერია. მეორე მატჩები
აკადემია 1 – კარდინალები 44:56
აკადემია – ს. მამუკელაშვილი – 19 ქულა
კარდინალები – ნ. ყირიმელი – 35 ქულა
ჰიუნდაი – ფოთი 58:41 (15:6; 18:6; 15:9; 10:20)
ჰიუნდაი – გოგა ბითაძე- 14 ქულა
ფოთი – ზ. ჯანელიძე -14 ქულა
ფინალი. 3, 5, (7) ივნისი
ჰიუნდაი – კარდინალები