13-წლამდელები: ფოთელებმა “დინამოს” აჯობეს

13-წლამდელები: ფოთელებმა “დინამოს” აჯობეს

ტურის ცენტრალური შეხვედრა პირველი ჯგუფის ლიდერების – „დინამოს“ და ფოთის „ირაოს“ დაპირისპირება გამოდგა. მატჩმა გაამართლა სტატუსი და მაყურებელმა, რომელიც „დინამოს“ საწვრთნელ ბაზაზე საკმარისად იყვნენ მოსულნი, საინტერესო ბრძოლა იხილა.
პირველი მეოთხედი მასპინძლების იყო. დინამოელებმა მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობეს, თავის მხრივ ფოთელები შეტევის დაგვირგვინებისას სცოდავდნენ და საწყისი მეოთხედი თბილისელთა გამარჯვებით – 19:6 დასრულდა. ფოთელებმა საქმის გამოსწორება მეორე მეოთხედიდან დაიწყეს, რომელშიც 3 ქულა გააბათილეს და მესამე ათწუთეულიდან სრულ უპირატესობას დაეუფლნენ. 
ფოთელთა წინა ხაზის მოთამაშეები – საბა ხურცილავა და ზაურ ჯანელიძე მესამე ათწუთეულში ფარქვეშ საბოლოოდ გამაგრდნენ. მათი შემჩერებლები დინამოელთაგან ვერ მოიძებნენ, რისი შედეგიც ის იყო, რომ ზღვისპირელებმა მესამე მეოთხედში ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს.
ბოლო ათწუთეულმა დაძაბულ, თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა. ცოტნე ცარციძისა და ილია ისრაელიანის ზალისხმევით დინამოელები ბოლომდე ინარჩუნებდნენ წარმატების შანსს, მაგრამ ფოთელებმა საბოლოოდ მაინც იძალეს და მიმდინარე ჩემპიონატში დაუმარცხებლები დარჩნენ. მათ ანგარიშზე 3 მოგებაა.
დაძაბული გამოდგა „აკადემია 2“-ისა და „ქუთაისის“ შეხვედრაც. მატჩი თბილისელთა მცირე უპირატესობით მიმდინარეობდა, იმერლები კი სულ იმის ცდაში იყვნენ, რომ ანგარიში შეემცირებინათ. გიორგი კუჭავა, რომელიც 21 ქულით მატჩის ბომბარდირი გახდა, ქუთაისელებს წამოწევის საშუალებას არ აძლევდა. საბოლოოდ აკადემიელებმა 49:42 იმარჯვეს.
გამარჯვებას მიაღწია B ჯგუფის ერთ-ერთმა ლიდერმა „კარდინალებმა“. ნიკა ყირიმელის 30-ქულიანი დახმარებით „კარდინალებმა“ 55:44 დაამარცხეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდი. წაგებულთაგან 13 ქულით ბომბარდირი საბა კაციაშვილი გახდა.
დაბოლოს, პირველი გამარჯვება მოიპოვა „ჰიუნდაის“ მეორე გუნდმა. ირაკლი მაისურაძის გაწვრთნილმა ჰიუნდაელებს დიდი ბრძოლა დასჭირდათ „ავერსის“ დასამარცხებლად. გამარჯვებულებს ლევან წენგუაშვილმა ულიდერმა, რომლის 23 ქულა გადამწყვეტი აღმოჩნდა გამარჯვების მოსაპოვებლად.
13-წლამდელთა ჩემპიონატში შესვენება გამოცხადდა. თამაშები სააღდგომო დღესასწაულების შემდეგ – 20 აპრილიდან განახლდება.

 
 
13-წლამდელთა ჩემნპიონატი. ჯგუფური ეტაპი. „დინამოს“ საწვრთნელი ბაზა. 1 აპრილი
დინამო 49:53 ფოთი
19:6, 13:16, 8:17, 9:14
დინამო: ცარციძე (20), ისრაელიანი (9)
ფოთი: ხურცილავა (22), ჯანელიძე (16)
აკადემია II 49:42 ქუთაისი
14:8, 12: 6, 8:15, 15:13
აკადემია II: კვაჭანტირაძე (21), კუჭავა (8)
ქუთაისი: შავგულიძე (19), ჩეჩელაშვილი (7)
თსსუ 44:55 კარდინალები
5:13, 9:18, 14:11, 16:13
თსსუ: კაციაშვილი (13), რევია (8)
კარდინალები: ყირიმელი (30), მამალაძე (9)
ავერსი 33:46 ჰიუნდაი II
8:9, 10:8, 9:17, 6:12
ავერსი: სუხიშვილი (11)
ჰიუნდაი II: წენგუაშვილი (23)