საქართველო აქტიურად ჩაება ევროპის ახალგაზრდულ საკალათბურთო ლიგაში. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ლიგაში ევროპის 26 ქვეყანაა გაერთიანებული და სხვადასხვა ასაკობრივ კატეგრიებში საკუთარი კლუბებით ასპარეობს. საქართველო ევროპის ლიგში შარშან ჩაება, წელს კი, ახალი სეზონიდან ევროპის ახალგაზრდულ ლიგაში 2 გუნდით გამოდის.
გასულ სეზონში 14-წლამდელთა (2001 წელს გაბადებულები) ნაკრებმა ევროპის ლიგაში 15-დან 10 შეხვედრა მოიგო და ზემო დივიზიონში აინაცვლა. 2001-წლიანები იგივე გუნდით აგრძელებენ აღნიშნულ ლიგაში ასპარეზობას, ხოლო 14-წლამდელთა ჩემპიონატში ადგილი ახალმა ქართულმა (2002-წიანების) ნაკრებმა დაიკავა.
ნაკრების სელექცია გასულ თვეში განხორციელდა, 13-წლამდელებს მწვრთნელებად ირაკლი ტომარაძე, თემურ კანკია და ჯაბა ბაქრაძე დაენიშნათ. გუნდი ესტონეთის ქალაქ რაპლაში გაემგზავრა და ევროპის ლიგის პირველ ეტაპში ასპარეობს.
გათამაშების სიტემა შემდეგნაირია: 19-22 ნოემბერს ესტონეთში, 28-31 იანვარს ლატვიაში (ვენტსპილსი), ხოლო 17-20 მარტს რუსეთში (სანკტ-პეტერბურგი) 3 ეტაპი გაიმართება, რის შემდეგაც საუკეთესო გუნდები სუპერფინალს ითამაშებენ.
ესტონური ეტაპის პირველ დღეს ქართველებმა 1 მატჩი მოიგეს და 1 – წააგეს. პირველ შეხვედრაში ქართველებმა ლატვიური „სპარსი“ გაანადგურეს – 86:30. პირველი მეოთხედი ჩვენებმა 25:1 მოიგეს, რითაც მატჩის ბედი გადაწყვიტეს.ქართველებს გორელმა ვოვა თავაქარაშვილმა 22 ქულითა და 11 მოხსნით ულიდერა, ხოლო ირაკლი კილაძემ და ზურაბ ვაშაკიძემ 16-16 ქულა მოაგროვეს. ამ უკანასკნელმა 12 მოხსნაც მიითვალა. ორმაგი დუბლი – 11 ქულა და 10 მოხსნა ჰქონდა ქუთაისელ ალექსანდრე მერკვილაძეს.
მეორე მატჩში საქართველო ლიტვურ „ვილნიუსს“ შეხვდა და დააბულ ბრძოლაში – 65:71 წააგო. თავაქარაშვილმა ამჯერად გააუმჯობესა შედეგები და 24 ქულასთან ერთად 14 ოხსნა მიითვალა. 12 ქულა დინამოელმა გიორგი ბიგანაშვილმა მიითვალა.
21 ნოემბერს საქართველოს ნაკრები 2 ლიტვურ გუნდს შეხვდება – ვილნიუსის SKM-ს და კლაიპედურ „კნასიაუსს“.
ესეც საქართველოს 13-წამდელთა ნაკრების შემადგენლობა: ლევან ქვარცხავა ზურაბ ვაშაკიძე, ლუკა გონგაძე, მათე კაპანაძე, ნიკოლოზ ზაქარაძე, გიორგი სიმონიშვილი, გიორგი ბიგანაშვილი, დავით გოგაე, ირაკლი კილაძე, ვლადიმერ თავაქარაშვილი, ალექსანდრე მერკვილაძე და გიორგი ჭაბუკიანი.