14-წლამდელთა თბილისის ჩემპიონატის „ბ“ ლიგის გამარჯვებული სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდი გახდა. სერგო იშხნელის გაწვრთნილმა თსსუ-მ ფინალურ მატჩში ხათუნა გაბედავას გაწვრთნილი „მართვე“ დაამარცხა.
მატჩი ისეთი ვერ გამოდგა, ფინალს რომ შეეფერება. სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდის უპირატესობა თავიდანვე გამოიკვეთა და მედიკოსთა გამარჯვება ფაქტობრივად პირველი ტაიმის შემდეგ გაცხადდა. საწყისი მეოთხედი მედიკოსებმა 31:6 მოიგეს, მეორე ათწუთეულის ბოლოს კი სხვაობამ უკვე 41 ქულა შეადგინა.
თსსუ-ს გამარჯვებამდე მისვლა არ გასჭირვებია და საბოლოოდ 88:43 გაიმარჯვა. მესამე ადგილისთვის მატჩში ირაკლი მაისურაძის გაწვრთნილმა TBC-იმ 59:57 დაამარცხა „აკადემია 2“.
ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ გაიმართა დაჯილდოვების ცერემონიალი. გამარჯვებულ-პრიზიორები დააჯილდოვეს თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის წევრებმა, ზაზა ღონღაძემ და დავით გოცირიძემ დააჯილდოვეს.