13-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო

13-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო

გასულ კვირაში საქართველოს 13-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო, რომელშიც 14 გუნდი მონაწილეობს თბილისიდან და სხვადასხვა რეგიონებიდან.
„ა“ ჯგუფში თავმოყრილნი არიან „ბათუმი, „აკადემია“ გოგონათა ოლიმპიური ნაკრები, „მართვე 2“ და „ჰიუნდაი 2“.
„ბ“ ჯგუფი: შსს, „ფოთი“, „დინამო“, „ვესტა“.
„გ“ ჯგუფი: „ჰიუნდაი“, „რუსთავი“, „გორი“, „მართვე 1“ და „სოხუმი“.
ტურნირში გამოცდილების მისაღებად, უკონკურსოდ არის დაშვებული გოგონათა ნაკრები, რომელიც ზამთარში შეიქმნა და თბილისში, 2015 წელს გასამართი ოლიმპიადისთვის ემზადება.
თითოეულ ჯგუფში ჩატარდება 2 წრე, რის შემდეგაც საუკეთესო 2-2 გუნდი პლეი ოფში გავლენ. ამათ დაემატებათ 2 საუკეთესო მესამეადგილოსანი და შეიკვრება 8 გუნდი, რომლებიც ჩემპიონობისთვის ბრძოლას მეოთხედფინალიდან გააგრძელებენ.
ფოთი-ვესტა  86:44 (28-12, 29-5, 14-11, 15-16)
ფოთი: ც. ნოდია – 23 ქულა,  ნ. ფაცია – 16 ქულა, ბ. ბექაია – 11 ქულა
ვესტა: შ. ბარძიმაშვილი – 26 ქულა

ბათუმი – მართვე 90:72 (19-23, 16-12, 31:18, 24-19)
ბათუმი: ი. დევაძე – 32 ქულა, მ. გოგუაძე – 15 ქულა, გ. ოჩხიკიძე – 10 ქულა
მართვე: ი.რურუა – 26 ქულა, მ.ღონღაძე – 17 ქულა, თ. მარკოზია – 15 ქულა

ბათუმი – გოგონათა ოლიმპიური ნაკრები 71:46 (19-10, 26-10, 13-14, 13-12)
ბათუმი: ზ. გოლეთიანი – 18 ქულა,  ს. თებიძე – 12 ქულა
გოგონათა ოლიმპიური ნაკრები: ვ. გეგეშიძე – 21 ქულა, ნ. ოთხმეზური – 11 ქულა

ბათუმი – აკადემია 60:84 (13-18, 12-22, 13-23, 22-21)
ბათუმი: ი. დევაძე – 21 ქულა, მ. გოგუაძე – 14 ქულა

აკადემია: მ. ზურაბაშვილი – 28 ქულა, ი. წურწუმია – 12 ქულა, ნ. ნაზარაშვილი – 11 ქულა