14 და 18 წლამდელთა თბილისის “ბ” ლიგებში მეოთხედფინალისტები დაწყვილდნენ

14 და 18 წლამდელთა თბილისის “ბ” ლიგებში მეოთხედფინალისტები დაწყვილდნენ

დასრულდა თბილისის „ბ“ ლიგის რეგულარული ჩემპიონატები 14 და 18-წლამდელებში. თბილისის ჩემპიონატის ეგრედ წოდებულ „ბ“ ლიგებში ის გუნდები ასპარეზობენ, რომლებიც სეზონის დასაწყისში გამართული თბილისის ჩემპიონატებიდან საქართველოს პირველობაზე ვერ გადავიდნენ.
თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირმა ასეთი გუნდებისთვის შექმნა „ბ“ ლიგა და 3 ასაკში – 14, 16 და 18 წლამდელებში თითქმის 5-თვიანი ტურნირები ჩაატარა. 14-წლამდელებში 10 გუნდი ასპარეზობდა, რომლებიც 2 ჯგუფად იყვნენ გაყოფილნი. 2 წრის შემდეგ 1-4 ადგილებზე გასული გუნდები მეოთხედფინალში გავიდნენ.
18-წლამდელთა „ბ“ ლიგა უფრო მასშტაბური იყო და მასში 14 გუნდი მონაწილეობდა. 2 ჯგუფიდან საუკეთესო 4-4-მა გუნდმა მეოთხედფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. გთავაზობთ ორივე ლიგის რეგულარული ჩემპიონატის საბოლოო სატურნირო ვითარებას და პლეი ოფის ბადეებს.