14-წლამდელები: “აკადემია” და “კარდინალი” წაუგებლები დარჩნენ

14-წლამდელები: “აკადემია” და “კარდინალი” წაუგებლები დარჩნენ

დღეს სკალათბურთო აკადემიის დარბაზში გამართული მატჩებიდან ყველაზე დაძაბული მეორე შეხვედრა გამოდგა, რომელშიც ერთმანეთს თბილისის „დინამო” და „ქუთაისი“ შეხვდნენ. ორივე გუნდს მიმდინარე სეზონში მხოლოდ თით წაგება ჰქონდათ და შეხვედრაც თანაბარი გამოვიდა.
ქუთაისელებმა კარგად დაიწყეს თამაში და პირველი მეოთხედი 15:8 მოგეს, თუმცა მეორე ათწუთეულში დინამოელებმა თამაში დაალაგეს და დიდი შესვენებისთვის დაწინაურდნენ კიდეც – 30:27. მასპინძელბს ნიკა ჭანტურია ლიდერობდა, რომელიც ბევრ ბურთს კი კარგავდა, მაგრამ მისი შედეგიანი გარღვევები „დინამოსთვის“ მეტად სასარგებლო  იყო.
გამარჯვებულის ვინაობა ბოლო წუთებზე გაირკვა. დინამოელებმა მცირე უპირატესობას მიაღწიეს, რომელიც შეხვედრის ბოლომდე შეინარჩუნეს და მიმდინარე სეზონში მე-6 გამარჯვება მოიპოვეს.  „ბ“ ჯგუფის ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდი „კნაუფ-აკადემიაა“, რომელმაც „კომაროვის“ სკოლის გუნდი გაანადგურა. აკადემიელებმა მეტოქეს 101 ქულა ჩაუგდეს, საპასუხოდ კი მხოლოდ 32 მიიღეს. გამარჯვებულებს 35 ქულით გიორგი ცირეკიძემ ულიდერა, საბა აკობიამ კი თავი 9 ჩაჭრით გამოიჩინა.
დაძაბული გამოდგა „ავერსისა“ და „კარდინალის“ მატჩიც. ხათუნა გაბედავას გაწვრთნილი ფარმაცევტული კომპანიის გუნდი კარგა ხნის მანძილზე უგებდა მიმდინარე ჩემპიონატში დაუმარცხებელ „კარდინალს“, თუმცა საბოლოოდ ზვიად დიდბარიძის გუნდმა მაინც იმარჯვა.

 
14-წლამდელთა ჩემპიონატი. ჯგუფური ეტაპი. საკალათბურთო აკადემია. 17 მარტი
კარდინალი 57:48 ავერსი
8:15, 14:8, 20:13, 15:12
კარდინალი: კრიხელი (20ქ, 9მ), გონჯილაშვილი (11ქ, 10მ), ლოლიშვილი (8ქ, 17მ)
ავერსი: ბარაჩაშვილი (19ქ, 16მ), ჩაჩუა (11)
დინამო 63:57 ქუთაისი
10:12, 20:15, 15:15, 18:15
დინამო: ჭანტურია (22) თვალაბეიშვილი (12ქ, 20მ, 5 დაფარება), დარბაიძე (10ქ, 10მ)
ქუთაისი: გუბაევი (23ქ, 9 ჩაჭრა), გორგასლიძე (14ქ), ფურცხვანიძე (4ქ, 22მ)
კნაუფ-აკადემია 101:32 კომაროვი
23:9, 20:16, 31:4, 27:3
კნაუფ-აკადემია: ცირეკიძე (35ქ, 8მ), ლეონიძე (18ქ, 8მ), აკობია (13ქ, 9ჩ)
კომაროვი: ნაცვლიშვილი (10), ბარათელი (8ქ, 9მ)