14-წლამდელთა 2 გამარჯვება ევროპის ლიგის დღევანდელ მატჩებში

14-წლამდელთა 2 გამარჯვება ევროპის ლიგის დღევანდელ მატჩებში

2003 წელს დაბადებულთა საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრებმა ლატვიაში მინდინარე ევროპის ლიგის მესამე ეტაპზე დღეს ორივე მატჩი მოიგო. გავიხსენოთ, რომ ქართველებმა პირველ დღეს ჯერ ლატვიური „რიგა“ დაამრცხეს, შემდეგ კი მასპინძელი ქალაქის, რეჟეკნეს „ეჟერჟემესთან“ 53:71 დამარცხდნენ.
დღეს, 18 მარტს, ქართველებმა ორივე მატჩი მოიგეს. ჯერ იყო და, საქართველომ ბელარუსულ „ცმოკი-მინსკს“ 75:41 სძლია, შემდეგ კი ლატვიური ვეფ-ი 73:44 გაანადგურა. ბელარუებთან მატჩში 15 ქულით შალვა ჭეიშვილი გამოირჩა. 13 ქულა საბა მურღულიას ანგარიშზე დაგროვდა.

ვეფ-თან მოგებული მატჩის საუკეთესო მოთამაშე მურღულია გახდა, რომელმაც 26 წუთში 21 ქულა მოაგროვა. 16 ქულა დააგროვა გუჯა ხვედელიძემ, 11 ქულა შალვა ჭეიშვილის ანგარიშზე დაგროვდა.
საქართველოს ნაკრებს მესამე ეტაპზე გამართული 4 მატჩიდან 3 მოგებული აქვთ და ბოლო მატჩს ხვალ, 19 მარტს, მოსკოვის ცსკა-სთან გამართავს.