14-წლამდელთა “ბ” ლიგა “ჰიუნდიმ” მოიგო

14-წლამდელთა “ბ” ლიგა “ჰიუნდიმ” მოიგო

„ბ“ ლიგის გათამაშება 14-წლამდელთა შორის დასრულდა. ირაკლი ჩერქეზიშვილისა და დავით რიბაშვილის გაწვრთნილმა „ჰიუნდაიმ“ ფინალური სერიის მეორე მატჩში დაძაბულ ბრძოლაში – 62:58 მოუგო „რუსთავს“ და ჩემპიონი გახდა.

სერიის პირველი შეხვედრა ფრედ – 59:59 დასრულდა. ფრე კალათბურთში არ ფიქსირდება, თუმცა არის საპლეიოფო სერიები, როცა გამარჯვებული 2 მატჩის ჯამში ვლინდება და მნიშვნელობაა არ ენიჭება კონკრეტულად 1 მატჩის შედეგს. გამარჯვებული ის გუნდია, რომელიც 2 მატჩში უფრო მეტ ქულას ჩააგდებს. სერიის მეეორე მატჩიც ფრედ რომ დასრულებულიყო, შემდეგ დაინიშნებოდა დამატებითი დრო, თუმცა ჰიუნდაელებმა შეხვედრის დასკვნით წუთებზე მეტი სიზუსტე გამოავლინეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს.
ნამატჩევს რუსთაველები ვერცხლის მედლებით და სიგელებით დაჯილდოვდნენ, ხოლო „ჰიუნდაის“ მოთამაშეებს ოქროს მედლები ერგოთ, რომლებიც ჩემპიონებს ტურნირის ორგანიზატორის, თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის გამგეობის წევრებმა – ზაზა ღონღაძემ და დავით გოცირიძემ გადასცეს. ტურნირის საუკეთესო მოთამაშე გახდა მიშო დაბრუნდაშვილი. საჩემპიონო თასით კი ჰიუნდაელები კავშირის პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა დააჯილდოვა.