საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრებმა სანკ-პეტერბურგში მიმდინარე ევროპის ახალგზარდულ ლიგაზე მეორე მატჩიც მოიგო. „ცენტრალნაიას“ 36 ქულით ძლევის შემდეგ ქართველები კიდევ ერთ რუსულ კლუბ „ორბიტას“ შეხვდნენ, რომელიც საბოლოოდ 68:48 დაამარცხეს.
19 ქულით და 12 მოსხნით საქართველოს ნაკრებში საუკეთესო ვოვა თავაქარაშვილი გახლდათ. 11 ქულამ მიითვალა გიორგი ბიგანაშვილმა, ხოლო ალექსანდრე მერკვილაძის ანგაიშზე 9 ქულა და 8 მოხსნა დაგროვდა.
საქართველოს ნაკრები საერთო ჩათვლაში სუპერფინალში გასასვლელად იბრძვის. კანკია-ბაქრაძის გაწვრთნილ გუნდს მიმდინარე ეტაპზე 5-დან 4 გამარჯვება ესაჭიროება, საუკეთესოთა შორის რომ მოვხდეს და სუპერფინალში ითამაშოს. დღეს ქართველებმა ორივე მატჩი მოიგეს, ხოლო 19 მარტს კიდევ 2 შეხვედრას გამართავენ – „ადმირალსკაიასთან“ და „ბრატსკთან“.
მატჩის სრული სტატისტიკა: 68:48