15–წლამდელებმა თურქეთში მე–3 ადგილი დაიკავეს

საქართველოს 15–წლამდელთა ნაკრებმა თურქეთის ქალაქ ტარსუს საერთაშორისო ტურნირზე მესამე ადგილი დაიკავა. გია კაზანჯიანის გუნდმა მესამე ადგილისთვის მატჩში ადგილობრივი „თოფაში“ 66:52 დაამარცხა.
ქართველები „თოფაშს“ ჯგუფშიც შეხვდნენ. სწორედ ამ გუნდთან იწვნიეს ჩვენებმა ჯგუფში ერთადერთი მარცხი (61:67) და მეორე ადგილზე გავიდნენ. შემდეგ, ნახევარფინალურ მატჩებში, ორივე ეს გუნდი დამარცხდა და მესამე ადგილისთვის მატჩში საქართველო და „თოფაში“ კვლავ ერთმანეთს შეხვდნენ. ამჯერად ჩვენმა 15–წლამდელებმა იმარჯვეს და თურქი თანატოლები 66:52 დაამარცხეს. ქართველები შესუსტებული შემადგენლობით თამაშობდნენ, თუმცა „თოფაშის“ ძლევა მაინც შესძლეს და 8–გუნდიანი ტურნირი საპატიო მე–3 ადგილზე დაასრულეს.