15-წლამდელთა ნაკებმა ლიტვაში პირველი მატჩი წააგო

15-წლამდელთა ნაკებმა ლიტვაში პირველი მატჩი წააგო

ევროპის ახალგაზრდული ლიგის მეორე ეტაპის პირველ მატჩში ლატვიური „სპარსის“ დამარცხების შემდეგ საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრები ლიტვურ „პერკუნასთან“ დამარცხდა – 40:60. ვილნიუსში მიმდინარე ეტაპზე ქართველებს პირველი სათამაშო დღის შემდეგ თითო მოგებ-წაგება დაუგროვდათ.

ნოდარ ქორქიასა და ირაკლი მაისურაძის გუნდი მასპინძლებთან მატჩის პირველ მეოთხედში კარგად გამოიყურებოდა. საწყისი ათწუთეულის შემდეგ „პერკუნასი“ 16:13 იგებდა, თუმცა მეორე პერიოდში 13:5 იმარჯვა და მოპოვებული სოიდური უპირატესობა ხელიდან არათუ გაუშვა, საბოლოოდ 20-ქულიან გამარჯვებას მიაღწია.
საქართველოს ნაკრებში ყველაზე მეტი – 8 ქულა, ვალერი ჩხიტუნიძემ ჩააგდო. 7 ქულა და 7 მოხსნა ლაშა მიქელაძემ მოაგროვა. მიხეილ ზურაბაშვილმა კი ქართველებს 6 ქულა მოუტანა.
ხვალ, 16 იანვარს ქართველები 2 მატჩს გამარტავენ. ჯერ ლიტვურ SKM-ს შეხვდებიან, შემდეგ კი რუსულ „ხიმკის“. 17 იანვარს მეორე ეტაპი ლიტვურ „სილპუტასთან“ მატჩით დასრულდება.
ევროპის ახალგაზრდული ლიგა. U15. ვილნიუსი. ლიტვასაქართველო 40:60 პერკუნასი სრული სტატისრიკა: 40:60