15-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ლიგის მესამე ეტაპი 3 გამარჯვებით დაასრულა

15-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ლიგის მესამე ეტაპი 3 გამარჯვებით დაასრულა

2002 წელს დაბადებულთა საქართველოს ნაკრებმა ევროპის ლიგის მესამე ეტაპი 3 მოგებითა და 2 მარცხით დაასრულა. თემურ კანკიასა და ჯაბა ბაქრაძის გაწვრთნილმა ნაკრებმა დღეს, პოლონეთის ქალაქ ჟორიში ეტაპის ბოლო, მე-5 შეხვედრა გამართა და ლატვიური „რიგა“ 63:31 დაამარცხა.
მანამდე ქართველებმა 2 შეხვედრა მოიგეს და ამდენივე წააგეს. ეტაპისა და მთლიანად რეგულარული ჩემპიონატის ბოლო შეხვედრაში საქართელოს ნაკრებმა მოინდომა და ლატვიელ მეტოქეს 32 ქულით სძლია.

ჩვენს გუნდში 12 ქულით ბომბარდირი გახდა ზურა ვაშაკიძე. 10 ქულა ირაკლი კილაძემ მოაგროვა, გიორგი ბიგანაშვილის ანგარიშზე კი 9 ქულა და 8 მოხსნა დაგროვდა. საქართველოს ნაკრებმა ევროპის ლიგის 3 ეტაპის ჯამში 15 მატჩი გამართა, საიდანაც 4 მოიგო და 11-ში დამარცხდა.