16-წლამდე გოგონათა ნაკრებმა კოსოვო გაანადგურა და ნახევარფინალში გავიდა

16-წლამდე გოგონათა ნაკრებმა კოსოვო გაანადგურა და ნახევარფინალში გავიდა

საქართველოს 16 წლამდე გოგონათა ნაკრები ქვეჯგუფიდან გავიდა. ნინო ყიფშიძისა და შოთა იაქაშვილის გაწვრთნილმა გოგონებმა გიბრალტარში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონში, ჯგფური ეტაპის მეორე მატჩი 82:44 მოუგეს კოსოვოს და მინიმუმ მეორე ადგილი გაინაღდეს.

ხვალ, ჯგუფის ბოლო მატჩში კოსოვო და მალტა ხვდებიან ერთამანეთს და რა ანგარიშითაც არ უნდა დასრულდეს ეს მატჩი, საქართველო ჯგუფიდან ნახევარფინალში გამსვლელ საუკეთესო 2 გუნდს შორის მოხვდება. 
დღევანდელ მატჩში, კოსოვოსთან საუკეთესო შედეგი ლიკა მიქიშვილმა დააფიქსირა, რომელმაც 21 ქულა და 16 მოხსნა მიითვალა. 21 ქულა და 8 პასი მარიამ ოქროპირიძის ანგარიშზეა, ხოლო მარი ფუთურიემ 13 ქულა მოაგროვა. 9 ქულითა და 14 მოხსნით თათული გიგაური გამოირჩა. 
ჩვენი მომავალი მეტოქე ჯერ უცნობია, თუმცა მეტი ალბათობით სომხეთი იქნება, ან უელსაა და გიბრალტარში საუკეთესო.
კოსოვო – საქართველო 44:82 (სტატისტიკა)