16 წლამდე გოგონათა ნაკრებმა სომხეთთან წააგო და მე-3 ადგილისთვის უელსს შეხვდება

16 წლამდე გოგონათა ნაკრებმა სომხეთთან წააგო და მე-3 ადგილისთვის უელსს შეხვდება

საქართველოს 16 წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონში სომხეთთან დამარცხდა და ფინალის მიღმა დარჩა. ნინო ყოფშიძისა და შოთა იაქაშვილის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა ნახევარფინალური შეხვედრა სომხებთან 53:74 დათმო და 30 ივლისს მე-3 ადგილისთვის მატჩში უელსს შეხვდება.

ქართველებმა სომხეთის ნაკრებს წინააღმდეგობა პირველ პერიოდში გაუწიეს, რომელიც 11:15 დათმეს. მეორე მეოთხედში ჩვენი მეზობლები უფრო მობილიზებულნი იყვნენ და 10-წუთეულის 12:23 წგების შემდეგ, დიდი შესვენებისთვის 15 ქულით ჩამორჩნენ – 23:38.
საქართელოს ნაკრები მე-3 მეოთხედში გვარიანად გაუძალიანდა სომხებს, თუმცა ბოლო პერიოდში გატყდა და საბოლოოდ 21 ქულით -53:74 წააგო. ჩვენს ნაკრებში 15 ქულით საუკეთესო იყო მარი ოქროპირიძე. 11 ქულა მიითვალა სოფო მოსიამ.
მეორე ნახევარფინალურ მატჩში მალტამ უელსს 61:33 მოუგო და ფინალში გავიდა. საქართველოს ნაკრების მეტოქე მე-3 ადგილისთვის მატჩში უელსი იქნება. შეხვედრა 30 ივლისს, თბილისის დროით 18:15 საათზე გაიმართება.
სომხეთი – საქართველო 74:53 (სტატისტიკა)