16-წლამდელები ლუქსემბურგით დაწყებულს ლუქსემბურგითვე დაასრულებენ

16-წლამდელები ლუქსემბურგით დაწყებულს ლუქსემბურგითვე დაასრულებენ

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში მორიგი მარცხი განიცადა. გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა გუნდმა შვედეთთან შეხვედრა 53:84 დათმო.
 
საქართველოს ნაკრებში 21 ქულით საუკეთესო ბექა დარახველიძე გახდა, 15 ქულა კი არჩილ პულუზაშვილმა დააგროვა. ქართველებმა ყველა მეოთხედი დათმეს და საბოლოოდ ისე წააგეს, წარმატების შანსი არ მისცემიათ. საქართველოს ნაკრები ხვალ მე-15 ადგილისთვის მატჩში ლუქსემბურგს შეხვდება. სხვათა შორის, კაზანჯიანის გუნდმა ეს ტურნირი ლუქსემბურგთან მატჩით დაიწყო და დაძაბულ ბრძოლაში 70:67 გაიმარჯვა. რა იქნება მორიგ შეხვედრაში, ხვალ გამოჩნდება.
ევროპის ჩემპიონატი. B დივიზიონი. შტრუმიცე. მაკედონია. 6 აგვისტო
საქართველო 53:84 შვედეთი
15-20, 13-21, 18-30, 7-13