16–წლამდელები: “რუსთავმა” “თელავი” გაანადგურა

16–წლამდელთა ჩემპიონატი. რუსთავი. 27 ნოემბერი
რუსთავი 90:17 თელავი
23:2, 11:5, 29:4, 27:6
რუსთავი: ოქრომჭედლიძე (15), აფციაური (12 ქულა, 16 მოხსნა), ქიტოშვილი (11)
თელავი: სპანდერაშვილი (5ქ, 9მ),ხაჩიძე (4), ამონაშვილი (4)
 
დღეს რუსთავში 16–წლამდელთა ჩემპიონატის 1 მატჩი გაიმართა. ქვემოქართლურმა გუნდმა თელაველებს უმასპინძლა და რომ იტყვიან, ოფლის მოუდენლად დაამარცხა. რუსთაველებმა პირველი მეოთხედი 23:2 მოუგეს კახელებს და უკვე ცნობილი გახდა, რომ „თელავი“ განადგურდებოდა.
დაბოლოოდ ასეც მოხდა – მასპინძლებმა 90:31 დაამარცხეს თელაველები და 16–წლამდელთა ჩემპიონატში ბრწყინვალე დებიუტი მოიწყვეს. რუსთაველთაგან თავი განსაკუთრებულად არვის გამოუჩენია, გია მებურიშვილის შეგირდებმა გუნდურად ითამაშეს. ყველაზე მეტი ქულა (15) გიორგი ოქრომჭედლიძემ ჩააგდო, თუმც არანაკლებ სარგებლიანი იყო მისი თანაგუნდელი მერაბ აფციაური, რომელსაც 12 ქულა და 16 მოხსნა დაუგროვდა.